რა ხდის ქალს არასექსუალურს

ოდრი ჰეპბერნი ამტკიცებდა, რომ სექსუალურობა ძალიან მარტივად მისაღწევია. „ელემენტარულად, ვაშლის მოწყვეტაც კი ძალიან სექსუალურად შეიძლება მოეჩვენოთ მამაკაცებს თუ თქვენ კარგად გამოიყურებით“, – ამბობდა ულამაზესი მსახიობი.
ძალიან ბევრ გოგოს ვულგარულობა და სექსუალურობა ერთმანეთში ერევა, მოდით ერთად გადავხედოთ რა არის ქალური სექსუალურობის მთავარი მტერი.
პირველ რიგში ეს არის სიზარმაცე. ქალს არ აქვს უფლება გამოიყურებოდეს ცუდად, ის მამაკაცის თვალში ყოველთვის დედოფალი უნდა იყო. უარყოფითი ფიქრები პირველ რიგში ცუდად მოქმედებს ქალთა გარეგნობაზე, რაც შემდეგ სექსუალურობაზეც აისახება.
ასე რომ, ეცადეთ იაზროვნოთ პოზიტიურად, რათა მეტი ყურადღება მიიქციოთ. არაბუნებრიობა ეს ძალიან ბევრ მამაკაცს აღიზიანებს ქალში, იცოდეთ, რომ ქალი ყველაზე მიმზიდველად მაშინ გამოიყურება, როდესაც ბუნებრივია. ვულგარულობა. ოქროს წესი: არასოდეს დამალოთ თქვენი სექსუალურობა, მაგრამ არც გადაამეტოთ და ვულგარულობაში არ გადახვიდეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები