რა ხდება იურმალაში „ახალი ტალღის“ გარეშე – ზღვისპირა კურორტზე რუსები გერმანელებმა ჩაანაცვლეს (ფოტოკოლაჟი)

როდესაც ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ლატვიის ზღვისპირა კურორტ იურმალას ერთდროულად რამდენიმე რუსული ფესტივალი ტოვებდა, ადგილობრივმა ბიზნესმა განგაში ატეხა. საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გარეშე დარჩენილი იურმალას ყოფითი ცხოვრებით, ტელეკომპანია BBC დაინტერესდა.

კურორტზე ადგილობრივი სასტუმროებისა და რესტორნებისთვის სეზონურ მოგებაში დიდ შემოსავალს, რუსი დამსვენებლები უზრუნველყოფდნენ. „ახალი ტალღის“ წასვლის შემდეგ კი, გაურკვეველი დარჩა, დაიცლებოდა თუ არა იურმალა ტურისტებისგან. შეშფოთებას პირველ რიგში, „ბი-ბი-სი“-ს თანახმად, რუსეთსა და დასავლეთ შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები იწვევდა. ასევე, რუბლის კურსის სწრაფი ვარდნაც.

1

„სასტუმროები რამდენადაც მე ვიცი, ამ ზაფხულს ცარიელი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ფასების იგივე ნიშნულზე შენარჩუნება წლევანდელ სეზონზე ვერ მოხერხდა, მაგრამ ყველა უდიდესი სასტუმროს მფლობელი ამბობს, რომ სრული დატვირთვა არ ჩავარდნიათ. ფასმა დაახლოებით 20%-ით დაიწია“,- განუცხადა BBC-ს ლატვიური სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა იანის ვალოძემ.

მისი განმარტებით, იურმალაში წელს ტურისტების 70%-ს რუსები შეადგენდნენ, მანამდე კი მათი რაოდენობა 90% იყო. რუსი ტურისტები ამიერიდან უკვე, გერმანელებმა და შვედებმა ჩაანაცვლეს.

„ვფიქრობ, რომ თუ რუბლი ისევ დაუბრუნდა თავის ნიშნულს და მისი კურსი აიწევს, ჩვენ აქ რუსების ახალ ნაკადსაც ვიხილავთ“,- მიაჩნია ასოციაციის ხელმძღვანელს.

2

ცნობილი ფაქტია, რომ გერმანელები და შვედები იურმალაში ნაკლებ ფულს ხარჯავენ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს, თანხებს რუსი დამსვენებლებიც ბევრად მოკრძალებულად იღებენ. იგივეს ამბობს კომპანია Baltic Travel Group -ის დირექტორი ვლად კორიაგინიც. იურმალა სავარაუდოდ, უნდა გამოემშვიდობოს სასტუმროს ნომრების უმაღლეს ფასებს, ისევე, როგორც მდიდარი სტუმრების მიერ, „ჩაის“ სახით დატოვებულ 500 ევროებს.

„წინა წლებში სასტუმროების ნომრების ფასი, პიკზე ფესტივალების მიმდინარეობის პერიოდში ადიოდა. მაგალითისთვის, თუ ჩვეულებრივ სეზონზე საშუალო სასტუმროში ნომერი ერთი დღე-ღამით 50 ევროს შეადგენდა, იმავე სასტუმროებში მუსიკალური კონკურსის „ახალი ტალღის“ დროს, 300-400 ევრომდე ადიოდა. ამასთან, ნომერი აუცილებლად ერთი კვირით ადრე უნდა დაგეჯავშნათ. ამ წელს კი, იგივე ტენდენცია აღარ შეიმჩნევა“, – აცხადებს კორიაგინი.

მოძველებულიტალღა“ ?!

ყველაფრის მიუხედავად, სასტუმროებში ოპტიმიზმია გამეფებული. BBC-ს განმარტავს, რომ „ახალი ტალღის“ სოჭში გადატანის გამო, იურმალაში არავინ ნანობს.

6

„ხალხი აქ არ შემცირებულა, ზაფხულში კი საშუალო ფასები იმაზე მაღალი გვქონდა, ვიდრე წინა წლებში. ამ წელიწადში კლიენტების სხვა კატეგორია ჩამოვიდა. რუსი დამსვენებლების რაოდენობამ 10%-ით იკლო, სამაგიეროდ, უფრო მეტნი არაინ სკანდინავიელები. რეორიენტაცია მოხდა როგორც მთლიანად იურმალას მარკეტინგში, ასევე ჩვენს სასტუმროშიც “,- განუცხადა ტელეკომპანიას ქალაქის ყველაზე დიდი სასტუმრო BALTIC BEACH-ის პიარ-მენეჯერმა ვალერი როზემ.

„რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა 20%-ით ნაკლებია. მაგრამ მათი ადგილი ევროკავშირისა და ისრაელის მოქალაქეებმა შეავსეს. ფასები არ დაგვიწევია. ამის მიუხედავად, სტუმრების ახალი კატეგორია ფულს აქ მაინც ხარჯავს. სკანდინავიელებს უყვართ სპა, ძვირფას კოსმეტიკას კი, არც თუ ისე ხშირი ინტენსივობით ყიდულობენ. ჩვენ დივერსიფიკაცია მოვახდინეთ და ამიტომაც ამ ზაფხულით იმედგაცრუებულნი არ ვართ“,- აცხადებს „ბი-ბი-სი“-სთან საუბრისას Jurmala Hotel SPA -ს მარკეტინგის სპეციალისტი ილონა ბრინსკიხი.

გაცილებით უარესი სიტუაციაა რესტორნების სეგმენტში.

„ჩვენ იურმალა ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში დავტოვეთ. ეს იმიტომ, რომ ვიცით რაც ხდება რეალურად ბაზარზე. ამიტომაც ერთი წუთითაც არ გვინანია. რუსების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ალბათ „ახალი ტალღა“ მართლაც დაბერდა. ამასწინათ ვუყურე ერთ გადაცემას და ვიფიქრე, – რა გვიხაროდა ჩვენ მთელი ამ 13 წლის განმავლობაში?!“,- ამბობს რესტორან „სლავიანსკის“ დირექტორი ტატიანა სილოვა.

მისი თქმით, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა, თავისთავად ბიზნესზეც აისახება, ვინაიდან რუსეთის ბევრი მოქალაქე, იურმალაში ჩასვლაზე უარს აცხადებს. ეს ხშირ შემთხვევაში იმიტომაც, რომ როგორც რესტორნის მფლობელი ამბობს, ისინი ასეთ რეკომენდაციებს საკუთარ სამსახურებში (რუსეთში) იღებენ.

ცარიელი აგარაკები

რაც შეეხება უძრავი ქონების სეგმენტს, – პესიმიზმს აქ არავინ მალავს. BBC-ის შეფასებით, იურმალური აგარაკების მოდა წარსულს ჩაბარდა. ამავე დროს, აღსადგენი ვილები, ახალ მფლობელებსაც ელოდებიან. ლატვიური ჟურნალი „კვადრატული მეტრის“ რედაქტორის, რომან გოლუბევის განცხადებით,  გასაყიდ ბაზარზე ამჟამად, იურმალადან ათასი ცარიელი საცხოვრებელი ობიექტია  გამოტანილი. ყველა მათგანი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, რუსეთიდან წამოსული დაინტერესების გამო აშენდა.

2-2

„როგორც მე კომპანია Jurmala Real Estate-ის დირექტორმა  იგორ დანილევიჩმა მითხრა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ბაზარზე სრული სტაგნაცია შეიმჩნევა. რა თქმა უნდა, ის გაიყინა. მყიდველების ნაკადი შეწყდა. უდავოა, რომ ისინი მცირე რაოდენობით მაინც შემორჩნენ, თუმცა ახლა უკვე შესყიდვებს ბევრად უფრო მიზანმიმართულად ახდენენ. ადრე კითხვასაც კი არავინ სვამდა – უნდოდა, ან სჭირდებოდა თუ არა მას ეს ქონება. ვფიქრობ, ერთი-ორი თვის მანძილზე, უძრავ ქონებაზე ფასების კორექტირება კიდევ მოხდება და გაჩნდება სეგმენტიც. სრულ კატასტროფულ ვარდნას მე ვერ ვიტყოდი“, – აცხადებს ჟურნალის რედაქტორი.

იგორ დანიელოვიჩი ამბობს, რომ ბაზრის ასეთ მდგომარეობას, ერთდროულად რუბლის კურსი და არსებული ტენდენცია განსაზღვრავს. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ გასულ წლებში უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, მობინადრეობის მსურველთა რაოდენობაც.  ლატვიაში მიგრაციასა და მოქალაქეობის მიღებაზე მიმდინარე წლის აგვისტოში, ინვესტორთაგან 23 განაცხადი იქნა გაკეთებული. გასული წლის ამავე პერიოდში კი, მათი რიცხვი 374-ს შეადგენდა. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია, პირველ რიგში უძრავი ქონების ბაზარზე აისახება.

3

„2015 წლის 9 თვის განმავლობაში უცხოელებმა, რომელთაც ლატვიის მოქალაქეობის მიღების სურვილი გამოთქვეს, იურმალაში უძრავი ქონების 54 ობიექტი შეიძინეს. გასულ წელს კი შესყიდულ ობიექტთა რაოდენობა 454 იყო. ახლა უკვე ბაზარზე ყველა სახეს მალავს და ცდილობს იმის თქმას, რომ არავითარი გაკოტრება აქ არ მოხდება. შენობების უმეტესობა კერძო ინვესტორების და არა ბანკების თანხებითაა აშენებული“,- აცხადებს პომან გოლუბევი.

BBC განმარტავს, რომ რთულ პირობებში აღმოჩნდნენ ის რუსებიც, რომელთაც რიგაში უძრავი ქონება უკვე იყიდეს. რიგის სათათბირომ მიმდინარე დღეებში უძრავ ქონებაზე ახალი საგადასახადო ფასები დააწესა. მის თანახმად, მესამე ქვეყნის მოქალაქეები იძულებულნი იქნებიან, წელიწადში საკადასტრო ღირებულების 1,5% გადაიხადონ, ნაცვლად აქამდე არსებული 0,2 და 0,6%-სა.

ლატვიის მთავრობამ, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ წელს დაამტკიცა უძრავი ქონების მინიმალური გადასახადი მათთვის, ვისაც იქ დასახლება სურს, გადაწყვიტა ეს პოლიტიკა ოდნავ შეარბილოს. თუმცა, ეს მხოლოდ მათთვის მოხდება, ვისაც ბინის ყიდვა რიგის რეგიონის გარეთ სურს.

“კვირა+”-სთვის – ლექსო ბექაური

  4 4-2 5 7 8 9 10 11 11-2 12 j2 Jurmala-Baltic-Beach-01 jurmala-foto-7 jurmalaspa_beach1 mtavari Otel`---Jurmala-SPA-Conference-Hotel-- Otel`---Lielupe-- Otel`-Pegasa-Pils Plyazh-v-YUrmale plyazh-yurmala-v-latvii-5

კომენტარები

სხვა სიახლეები