რა ცხოველში აერიათ ქობულეთის მოქალაქეებს სანაპიროზე ნაპოვნი წავი(ვიდეო)

ქობულეთში, სანაპიროსთან ახლოს, მოქალაქეებმა დიდი ზომის წავი იპოვეს, რომელიც “გიგანტური ვირთხა” ეგონათ და მაშველები გამოიძახეს.

112-ში შესული უცნაური შეტყობინების შემდეგ, ადგილზე პოლიციის ეკიპაჟი და მაშველები მივიდნენ, რომლებსაც ამოუცნობი ცხოველის ნაცვლად, წავი დახვდათ.

არსებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წავი აიყვანეს და ახლომდებარე ტყეში გაუშვეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვიდეო ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

წავი საქართველოში წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც – გადაშენების პირას მყოფი სახეობა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები