რა შემთხვევაშია პირბადის ტარება სახიფათო ადამიანისთვის – ინფექციონისტის განმარტება

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რა შემთხვევაშია პირბადის ტარება სახიფათო ადამიანისთვის. მან აღნიშნულის შესახებ “იმედის დილაში” ისაუბრა:

„პირბადე გახლავთ დაცვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი  საშუალება სხვადასხვა ვირუსისგან. პირბადის ხანგრძლივი გამოყენება (დახურულ სივრცეში და იქ, სადაც ფიზიკური დისტანცია ვერ ხერხდება), არის უსაფრთხო.

მაგრამ არსებობს დაავადებები (გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული), როდესაც პირბადის გამოყენება შესაძლოა, არ იყოს რეკომენდებული კონკრეტულად ამ პაციენტისთვის. ამის შეფასება უნდა მოხდეს ექიმის მიერ. ვისაც არ აქვს ქრონიკული, სერიოზული დაავადება, მისთვის პირბადე არის აბსოლუტურად უსაფრთხო“, – აცხადებს ინფექციონისტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები