რა უნდა გავაკეთოთ ახალი წლის ღამეს – რიტუალები და ოცნებების ჩაფიქრება

„2020 ძალიან დიდი ცვლილებების წელიწადია და ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ალბათ ერთ-ერთი ურთულესი იმიტომ, რომ ეს ის წელიწადია, რომელიც ჩვენ განვითარების ახალ ციკლს გვაძლევს, საქართველოს 2021 წლიდან უკვე ეწყება ქვეყნის განვითარების 12 წლიანი ციკლი,” – ასე აფასებს „რეზონანსთან” ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მომავალ 2020 წელს.

იგი ამბობს, რომ 2020 ცვლილებების წელი იქნება, რომელიც ყველა სფეროსთან ერთად მედიასაშუალებებსაც შეეხება.

„წლის განმავლობაში ორი დიდი პლანეტის იუპიტერის და სატურნის შეერთება ხდება, რომელზედაც შოთა რუსთაველმა თავის დროზე ჩვენ გვამცნო, რომ ტარიელი თავის მიჯნურს მაშინ შეხვდა, როცა ეს ორი პლანეტა შეერთდნენო, ამიტომაც, ამ პლანეტების შეერთება ახალ 20-წლიანი განვითარების ციკლს იწყებს, ამიტომაც მომავალი წელიწადი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ასეთი შეერთებები ახალ განვითარებაზე მიგვითითებენ, ახალ განვითარებას კი ახალი სისხლი, მეტი პროფესიონალიზმი სჭირდება.

„ამიტომ ეს ცვლილებების წელიწადი აუცილებლად ბალასტს მოხსნის, პოლიტიკიდან დაწყებული, დამთავრებული ნებისმიერი დარგის ყველა არაპროფესიონალით, გამოიყვანს ახალ პროფესიონალ ძალებს, იმიტომ, რომ საქართველო თანდათან უნდა გადავიდეს არა ფსევდო, არამედ ჭეშმარიტ დემოკრატიულ პრინციპებზე,

„პლანეტა ურანი ეს მოულოდნელობების და სოციუმის პლანეტაა, რომელიც ახლა ზოდიაქო კუროში გადავიდა, კურო კი საბანკო საფინანსო ეკონომიკურ სისტემას მართავს, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე ეს სფერო მთლიანად უნდა გადავიდეს სოციუმის მომსახურებაზე, საზოგადოების განვითარებაზე, ამიტომ ამ სფეროში ვინც ამას ვერ გააკეთებს, მაგალითად ბანკები, მინისტრები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები მოიხსნებიან,

„ცვლილებები მათ შორის მასმედიაშიც იქნება, შესაძლოა ახალი გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზიები გაჩნდნენ, შესაძლოა ბევრიც დაიხუროს, აქაც დიდი რაოდენობით საკადრო ცვლილებები იქნება,

„ამ წელს პოზიციასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებებიც იქნება,ეს ყველაფერი უკვე ოქტომბვერში საარჩევნო ციებ-ცხელებით დაგვირგვინდება, ოქტომბრამდე საკმაოდ მძიმე აგვისტო-სექტემბრის თვეები გვექნება, ამ დროს შესაძლოა ეკოლოგიურმა კატასტროფებმაც იჩინონ თავი, საკმაოდ რთული იქნება იანვრის მეორე ნახევარი, 19 იანვრიდან პირველი საკადრო ცვლილებები წავა, აპრილის ზონაც რთული იქნება, შემდეგ ივნისი-ივლისი იმიტომ იქნება რთული, რომ ამ ხნის განმავლობაში სამი მზის და მთვარის დაბნელებაა, აგვისტო სექტემბერი კი აპოფეოზია, რაც ოქტომბერშიც გადავა არჩევნბისას,

„ის ადამიანები, რომლებიც ორგანიზებულობას, სიბრძნეს, შეუპოვრობას, მიზანსწრაფვას, დამოუკიდებლობას მოთმინებას გამოავლენენ და პრაგმატულად იმოქმედებენ,უფრო მეტად წარმატებულები იქნებიან,

„კარგი წელიწადია საოჯახო ურთიერთობებისთვის, ოჯახის შექმნისთვის, კარიერული და პოზიტიური განვითარებისთვის” – აცხადებს იგი.

ცაგარელი ამბობს, რომ ახალ წელს სხვა ასტროლოგიურ წესებთან ერთად, ოჯახში აუცილებლად უნდა შესრულდეს „მრავალჟამიერი”, რომელიც ოჯახს გარე უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდს.

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ შევხვდეთ 2020 წელს, რიტუალებს მნიშვნელობა აქვს, ლითონის სტიქიის თეთრი ფერის ვირთხის წელიწადია, ამიტომ დომინირებს თეთრი ფერი და შემდგომ ვერცხლისფერ-ნაცრისფერი, მას მოყვება აქსესუარების სახით ისეთი ფერები, როგორებიცაა ლურჯი, ყვითელ-ოქროსფერი, მწვანე, შავი და წითელი,

„წლის მთავარი რიცხვი არის 4, თეთრი ფერის 4 სანთელი უნდა გვქონდეს, რომლებიც ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე უნდა დავანთოთ, პირველ რიგში წინა წელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, როდესაც დადგება ახალი წელი ამ ოთხ სანთელს ჩავუთქვამთ იმ სურვილებს, რაც გინდათ, რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, ამ შემთხვევაში სანთლის ენერგიას ძალიან კარგი ენერგიის გადატანის უნარი აქვს,

„ასევე ავიღებთ ოთხ ცალ 20 თეთრიანს, და სათითაოდ მოვათავსოთ ყულაბაში, თითოეულის მოთავსებისას, შეგიძლიათ სურვილი ჩაიფიქროთ, ახალი წელი ეს არის ოცნებების ასრულების ღამე,

„კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს გენიალურ კომპოზიციას „მრავალჟამიერს”, რომელიც გარე უარყოფითი ენერგიისგან ოჯახის საუკეთესო განწმენდის საშუალებაა, გავაჟღერებთ ოჯახში თუნდაც ტელევიზორში, რომ უარყოფითი ენერგიებისაგან განწმენდა გასუფთავება მოხდეს და ასევე ორ 20 თეთრიანს თეფშის ქვეშ ამოვდებთ, საახალწლო ტრაპეზი, რომ დამთავრდებაეს ოც თეთრიანები ჩვენს საფულეში ჩავდოთ და მთელი წლის განმავლობაში ვატაროთ, როგორც ბარაქის მოზიდვის ფაქტორი, ხოლო შარშან, რაც ჩვენ 2 ლარიანები გვედო, ეს ორლარიანები პირველივე წუთიდან შეიძლება რეალიზაციაში გავუშვათ და ამით რაღაცა შეიძინოთ,

„ეს ტენდენციები გავითვალისწინოთ, რაც მთავარია ახალ წელს ხმაურის გარეშე მხიარულად შევხვდეთ,იმიტომ, რომ 31-1 რიცხვში მთვარე და შავი ენერგიების მმართველი, ერთმანეთთან შეერთებაში არიან და ერთმანეთს თევზების ზოდიაქოში ხვდებიან, თევზები კი ნარკოტიკულ ნაერთებს მართავს, ამიტომ, ვინც ალკოჰოლს ცუდად იტანს, ვურჩევ, რომ ამ დღეებში თავი შეიკავონ ზედმეტი ალკოჰოლის მიღებისგან, რადგან, ეს მათ შემდეგ ან დეპრესიულ, ან აგრესიულ მანიაკალურ გამოვლინებებში არ გადაუვიდეთ და ამით არ გააფუჭონ ახალი წლის საოცარი დღესასწაული.

„პოზიტიურ განწყობაზე უნდა ვიყოთ, რა განწყობითაც ამ ახალ წელს შევხვდებით ასევე გაივლის მთელი წელიწადი” – განაცხადა ცაგარელმა.

წყარო: “რეზონანსი”

კომენტარები

სხვა სიახლეები