რა როლს ასრულებდა მეუფე თადეოზის ცხოვრებაში პოეზია – “თუ ერთმანეთი არ გეყვარებათ, უფალს არ ეყვარებით”…

მეუფე თადეოზი  ( 1946 -2015) თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი იყო. 2013 წლის ოქტომბრიდან კი, ტიტულარული ეპისკოპოსი (ეპისკოპოსი ეპარქიის გარეშე), მარაბდელი მიტროპოლიტის წოდებით.

12319787_437505689778155_1172145821_n1966 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიაფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით  დამთავრების შემდეგ 1973-1974 წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში მუშაობდა.

მეუფე თადეოზის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მისი აუდიოდისკის წარდგინება გაიმართა, რომელიც მეუფემ გარდაცვალებამდე 3 კვირით ადრე სტუდიაში ჩაწერა.
დისკი
უნიკალურია, რადგან მეუფე თადეოზის უკანასკნელი აუდიოჩანაწერია, რომელიც სტუდიურად დამუშავდა.
პროექტის
ავტორია ლიტერატურული საზოგადოება ვერკვლისციხელი” (მარინა ხარხელაური, გიორგი ფარეშიშვილი), ხმის რეჟისორი მიხეილ კოჩაძე.

– მარიამ, გვიამბეთ მეუფე თადეოზის ბავშვობაზე…

სანამ მეუფე დაიბადებოდა, ჩემს ბებიას (ანუ მეუფის დედას ) უფალი დაესიზმრა, უთხრა, რომ ეყოლებოდა ბიჭი და მირიანი უნდა დაერქმია. მართლაც, მომავალი მეუფე 12 ოქტომბერს დაიბადა, 14-ში კი, წმინდა მირიან მეფის ხსენების დღეა. ახალშობილს გული ძალიან ხშირად მისდიოდა და ერთმა ქალბატონმა დედას უთხრა: მონათლეთ და ღმერთი გაზრდისო. მართლაც, ნათლობის შემდეგ, გულის წასვლის შემთხვევები აღარ ჰქონია.
მეუფე თადეოზი მორწმუნე ოჯახში გაიზარდა, მისი მშობლები ტაძარში დადიოდნენ და მეუფეც ბავშვობიდან რწმენით ცხოვრობდა. გულზე ჯვარს ყოველთვის ატარებდა, იმ პერიოდში კი ეს ცოტა რთული იყო.

– სწორედ ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, სკოლაში ხელმძღვანელობის მხრიდან როგორი დამოკიდებულება იყო?12336410_437505686444822_1512229205_n

– მეუფემ ქვეშის საშუალო სკოლა დაამთავრა და იმავე სკოლაში გახდა ქართული ენისა და ლიტერატური პედაგოგი, სწორედ  აქედან იწყება მისი ქადაგება რწმენაზე. მისი მეგობარი მასწავლებლები ეუბნებოდნენ, რომ თავი შეეკავებინა, რადგან შესაძლო იყო,  სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ.

– გვესაუბრეთ მეუფე თადეოზის შემოქმედებასა და პოეტურ ტალანტზე… რა ასაკიდან დაიწყო ლექსის წერა?

– მეუფემ მეცხრე კლასიდან დაიწყო ლექსის წერა, მაგრამ თავად როგორც ამბობდა, მთელი ბავშვობა სურდა დაეწერა ლექსები, ძალიან უყვარდა ქართული ლიტერატურა, პოეზია.
ერთხელ, რაიონში ახალგაზრდა პოეტები ჩამოვიდნენ  და რომ ნახა, როგორი კარგები იყვნენ, როგორ კითხულობდნენ ლექსებს, ძალიან მოიხიბლა. მას შემდეგ უფლისგან მინიჭებული მადლით, მეუფემაც დაიწყო ლექსის წერა.

12346913_437505673111490_411537089_nსად ქვეყნდებოდა მისი ლექსები?

– მისი ლექსები უნივერსიტეტის ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდებოდა. მისი თქმით, ოთხგვერდიანი გაზეთი ყოფილა და შიდა ორ გვერდს მის ლექსებს უთმობდნენ.

– რა როლს ასრულებდა პოეზია მის ცხოვრებაში?

– ძალიან დიდ როლს ასრულებდა, მისი ლექსები სულ ქადაგებაა.  ყველაფერს, ლამაზს, ეფერება: სამშობლოს, ადამიანს, სიკეთეს. ძალიან მარტივად წერს თითქოს, მაგრამ თითოეული ლექსი ღრმა აზრის მატარებელია. ბევრი რამ იცის მკითხველმა, მაგრამ ისე აწვდის, რომ მასში რჩება ეს ყველაფერი.

– რამდენი წიგნი აქვს გამოცემული?

– სულ ოთხი კრებული გამოსცა, ეს მეოთხეა, რომელიც, სამწუხაროდ, მეუფის სიცოცხლის პერიოდში ვერ გამოვიდა. ამ კრებულში მეუფის შემოქმედებიდან აბსოლუტურად ყველა ლექსი შევიდა. კრებულის სახელწოდებაა „ლოცვა ლექსებით“.

– რით არის უნიკალური ჩანაწერები?

დისკის ჩაწერა გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე მოხდა, მაშინ, როდესაც მეუფეს ძალიან ძლიერი ტკივილები აწუხებდა. ჩემთვის ეს ლექსები ანდერძად დარჩა, ყოველი ლექსი კვლავაც უფლის, სამშობლოს, ეკლესიისა და ადამიანების სიყვარულზეა. როგორი უნდა იყოს ადამიანი, უფლის შვილი და აი, ამ ყველაფერს, მეუფე უფლისკენ მიმავალ გზას რთულად არ უსახავს მკითხველს, სწორედ ამ სიმძიმესა და სირთულეში არის სულის ხსნა, სულის შვება, რომელიც ყოველმა ქრისტიანმა უნდა გაიაროს.
რამდენიმე ლექსს შესავალს უკეთებს და ბოლოს დალოცვით ასრულებს.12336208_437505679778156_1019404693_n

– სულ რამდენი ლექსი შედის კრებულში?

– კრებულში 29 ლექსი შედის.

– ვისი იდეა იყო ჩანაწერების მომზადება?

– ეს იდეა გიორგი ფარეშიშვილს ეკუთვნოდა. მან მკითხა,  როგორ მოახერხებდა იმ მდგომარეობით ჩაწერას და როდესაც ვუთხარით მეუფეს, ძალიან გაუხარდა.

– როგორც მღვდელმთავარს, მაღალმთიან მხარეში უწევდა ყოფნა, როგორი იყო მისი ცხოვრება? 

– 1977 წელს ბერად აკურთხეს და ეწოდა თადეოზი. უწმინდესის აღსაყდრების საზეიმო წირვაშიც მონაწილეობდა. შემდეგ ბოდბის ეპისკოპოსი, წილკნის, მანგლისის მღვდელმთავარი, ბოლნის-დმანისის, ცაგერის და ლეჩხუმ-სვანეთის, 1979 წლის სულთმოფენობას უწმინდესმა მთავარეპისკოპოსად აკურთხა. 80-იან წლებში სასულიერო სემინარიის რექტორიც ბრძანდებოდა. 2005 წელს კი, ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი გახდა.

სიკეთეს ყველას დაუშურებლად უზიარებდა და თავისი ცხოვრებით გვანახვებდა ყველაფერს, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი. გარდაცვალებამდე მითხრა: გიყვარდეთ ერთმანეთი და გიყვარდეთ უფალი, თუ ერთმანეთი არ გეყვარებათ, უფალს არ ეყვარებით.
სიკეთეს ქადაგებდა მთელი მისი ცხოვრება და დალოცვაც ასე დაასრულა.

მეგი მაჭარაშვილი

 

 

 

 

                                                               

კომენტარები

სხვა სიახლეები