რა პროფესია შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

1. ვერძი : ვერძები საკმარის ძალას ფლობენ, რომ წარმატებას მიაღწიონ სხვადასხვა სფეროში, თუმცა მათთვის დამახასიათებელი პირდაპირობა შესაფერისია უფრო ჯარისთვის, ვიდრე პოლიტიკისთვის. ამ ნიშნით დაბადებულებს უბრალოდ არ ეყოფათ მოქნილობა და ეშმაკობა რომ საკუთარი ნიჭი დიპლომატიაში გამოავლინონ და არ შეუტიონ მტერს. შემოქმედებითი ნატურის წყალობით, ვერძებს შეუძლიათ სამსახიობო კარიერის მოწყობა, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით; წარმატება ექნებათ როგორც თეატრის სცენაზე, ისე მოქანდაკის სახელოსნოში

2. ლომი: რა ადგილიც არ უნდა ეკავოს ლომს ცხოვრებაში, ის მიისწრაფვის ხელმძღვანელობისკენ. თუ მას არ აღმოაჩნდება საკმარისი უნარები, ის მზად არის წავიდეს მაგალითად სკოლაში, რადგან იქ ყველა იძულებული იქნება მის სიტყვას მოუსმინოს. ლომებში ასევე პოპულარულია პოლიტიკა და ფსიქიატრია.

3. მშვილდოსანი :აქტიურ და უშიშ მშვილდოსნებს შეეფერება პროფესიები, რომლებიც აშინებს მშვიდ ადამიანებს; პოლიციელი, მეხანძრე, მაშველი, სამხედრო ჟურნალისტები, ჯარისკაცები, მფრინავები ან მყვინთავები – აი რა პროფესიის გამოდიან ამ ნიშნის ადამიანები საბოლოოდ, თუ მათ არჩევანს ვინმე არ ზღუდავს.
ბევრი მშვილდოსანი მიდრეკილია მუსიკისადმი, ამიტომ ისინი ხდებიან კომპოზიტორები, შემსრულებლები ან მუსიკალური ინსტრუმენტების ხელოსნები.

4. კურო : კუროებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა საბანკო და საბუღალტრო საქმეში, მათგან შესანიშნავი აუდიტორები და მოხერხებული კლერკები დგებიან. კუროებს ასევე იზიდავთ სოფლის მეურნეობა, მებაღეობა, მეყვავილეობა.

5. ქალწული : ქალწულები კარგი ექიმები ხდებიან და აქვთ არამარტო ფართე და ღრმა ცოდნა, არამედ გულახდილი თანაგრძნობა პაციენტის მიმართ, ასევე მისი მდგომარეობის შემსუბუქების დიდი სურვილი. ქალწულებში ბევრია ისეთი, რომელსაც შეუძლია პაციენტების არატრადიციული მეთოდებით მკურნალობა ან დაავადების დიაგნოსტირება სპეციალური გამოკვლევის გარეშე.

6. თხის რქა : ბევრი თხის რქა წარმატებას აღწევს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მთამსვლელობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა. ზოგიერთი მათგანი შეუდარებელი სპეციალისტია საიუველირო და ანტიკვარიატის სფეროში. თხის რქებში არიან ამბიციების მქონე და ძალაუფლების მოპოვების მსურველები, ისინი ძირითადად პოლიტიკაში ან ადმინისტრაციულ სფეროში მიდიან.

7. ტყუპები :  წარმატებულია ტყუპების მხრიდან სამეცნიერო სფეროში მოღვაწეობა, ძირითადად თეორეტიკულში. ამ ნიშნის ადამიანები ადვილად ითვისებენ ახალ ცოდნას, მათ იტაცებთ პროგრესული იდეები და არ უარყოფენ საკამათო თეზისებს მანამ, სანამ პრაქტიკაში არ გამოცდიან. ტყუპები კარგი ადვოკატები, ასევე კარგი მასწავლებლები ხდებიან. ზოგადად მათ ცხოვრების ყველა სფერო იტაცებთ, რაც დაკავშირებულია საჯარო გამოსვლებთან და ყურადღებას ითხოვს.

8. სასწორი : ყველაზე კარგად მათ გამოსდით კომერციული საქმიანობა, მაგრამ წარმატებული ბიზნესმენები ვერ ხდებიან იმის გამო, რომ არ აქვთ საქმის გონივრულად წარმართვის უნარი და ფულისადმი ძალიან მოკრძალებული დამოკიდებულება გააჩნიათ.ზოგადად მომავლის სიყვარულით და გააზრებულად განჭვრეტის გამო, ისინი შეიძლება გახდნენ კარგი პროექტანტები, ფანტასტიკის ჟანრის მწერლები ან მეცნიერ-ფუტუროლოგები.

9. მერწყული : მერწყულებმა შეიძლება წარმატებას მიაღწიონ ისეთ სფეროებში, სადაც საჭიროა ადამიანებთან ურთიერთობა – ჟურნალისტიკა, სოციოლოგია, პედაგოგიკა, მაგრამ სამსახურს მთელი გულით არასოდეს უდგებიან. მათ დრო და დრო სჭირდებათ მარტო დარჩენა, ამიტომ, მერწყულები, რომლებიც საჯარო საქმიანობას ირჩევენ, ხშირად უწყობენ საკუთარ თავს ხანგრძლივ შვებულებას, რომლის გატარებასაც განმარტოვებით ამჯობინებენ.

10. კირჩხიბი : კირჩხიბების შესაძლებლობა შეინახონ საიდუმლო და მოიპოვონ ადამიანების ნდობა, მათთგან შესანიშნავი ადვოკატების, ნაფიცი მსაჯულების, ასევე ფსიქოლოგებისა და ფსიქიატერების დადგომის საშუალებას იძლევა. კირჩხიბები აზარტულები არიან, მაგრამ არ უმართლებთ, ამიტომ მათგან საუკეთესო ბიზნესმენები უფრო დგებიან, ვიდრე მოთამაშეები. გარდა ამისა, კირჩხიბები დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან სამუშაოს, მოვალეობებს ასრულებენ კეთილსინდისიერად და სკურპულოზურად, ამიტომ მათ აფასებენ და პატივს სცემენ, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა უკავიათ.

11. მორიელი:  ყველაზე პრეტენზიულ პარტნიორთან მოლაპარაკების შესაძლებლობა მორიელებს კარგ მშვიდობისმყოფელებად წარმოაჩენს და საშუალებას აძლევს მოაგვარონ ნებისმიერი კონფლიქტი.
წარმატებით რეალიზდებიან მორიელები მედიცინაშიც, განსაკუთრებით დიაგნოსიკის სფეროში. გარდა ამისა, ისინი არ ერიდებიან მკურნალობის არატრადიციული მეთოდების გამოყენებას და ხშირად წარმატებით ატარებენ რისკიან ოპერაციებს.

12. თევზები : თევზების ნიჭი ფართოდ გამოიყენება სარეკლამო და გასართობ ინდუსტრიაში. თევზებს არ შეუძლიათ მართონ საწარმო ან ბანკი, ხოლო რადიოსადგურის ან ტელევიზიის მართვა მათ უპრობლემოდ შეუძლიათ. მოგზაურობის სიყვარული და შთაბეჭდილებების გაზიარების შესაძლებლობა თევზებს საშუალებას აძლევს გახდნენ კარგი ჟურნალისტები ან ტურაგენტები; გარდა ამისა, ამ ნიშნის ადამიანები იშვიათად არიან მიჯაჭვულნი სახლზე, ამიტომ შეუძლიათ წლობით იმუშაონ საზღვარგარეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები