რა ნივთებით ეხმარებიან ხელმოკლე ოჯახებს მოქალაქეები – სასულიერო პირის ემოციური პოსტი და ფოტოკოლაჟი სამებიდან

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი სათამაშოები – ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც მოქალაქეები ხელმოკლე ოჯახებისთვის სამების საკათედრო ტაძარში ტოვებენ.

სამებაში მიტანილი ნივთების ფოტოებს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი შესაბამის ემოციურ პოსტთან ერთად აქვეყნებს.

“გაჭირვებულთათვის ტანსაცმელის და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გაცემა და მიღება, სამების საკათედრო ტაძარში შესაძლებელია ყოველ
დღე 11 :00 დან 17:00 საათამდე.
ათეულობით ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად ამ ყველაფრით, მადლიერებას და სიყვარულს გამოხატავენ ყველა იმ ადამიანის მიმართ ვინც მცირედით მაინც გვერდში დაუდგა ამ საქმეს.თუ გეგულებათ გაჭირვებული ოჯახები, რომელთაც ტანსაცმელი არა აქვთ, ურჩიეთ და გამოგზავნეთ სამების საკათედრო ტაძარში.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ”, -წერს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.Фото არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.Фото არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.Фото არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.Фото არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.Фото არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები