რა არ უნდა აჭამოთ და დაალევინოთ ბავშვს ხველების დროს

თუ ბავშვს გრიპის სიმპტომები აღენიშნება და თან ამას ხველაც დაერთო, შინაურ მეთოდებთან ცოტა ფრთხილად იყავით. მთავარია, შეცდომის წყალობით მდგომარეობა უფრო არ გაართულოთ და გამოჯანმრთელების პროცესი არ გააჭიანუროთ.
რა არ უნდა აჭამოთ და არ უნდა დაალევინოთ ბავშვს ხველების დროს.
არ დააძალოთ საჭმელი
რატომღაც მიაჩნიათ, რომ ავადმყოფი ბავშვი რაც შეიძლება კარგად უნდა იკვებოს, რადგან ორგანიზმს ძალა სჭირდება. დიეტოლოგები კი გვარწმუნებენ – ეს მცდარი შეხედულებაა. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ ორგანიზმს მართლაც ძალა სჭირდება დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ძალა კი საჭმლის მონელების პროცესზე იხარჯება. ამიტომ თუ ბავშვს შია, მსუბუქი საკვები შესთავაზეთ. არავითარი შემწვარ-მოხრაკული.

არ მისცეთ ცხელი სასმელი
გაციებისას ცხელი ჩაი ან თაფლიანი რძე სასარგებლოა – ეს ყველამ იცის. ოღონდ ხველებაზე ეს არ ვრცელდება. ყელის ლორწოვანი გარსი ისედაც ანთებითია და კიდევ ცხელის დამატება უარესია. ამიტომ თბილი სასმელები შესთავაზეთ – მეტ სარგებელს მოუტანს.
არ შესთავაზოთ ციტრუსები
ლიმონიანი ჩაი, მანდარინი და ფორთოხოლი ყველაზე ხშირად მიაქვთ ავადმყოფის საწოლთან. ამ პროდუქტებში მართლაც ბევრი C ვიტამინია, მაგრამ ასევე მჟავიანობაც მაღალი აქვთ. ბაქტერიების გამრავლების ყველაზე ხელსაყრელი გარემო კი სწორედ მჟავაა. ამიტომ ჯობია ბავშვს გაზგასული მინერალური წყალი დაალევინოთ, საუკეთესო ხილი კი ამ დროს ვაშლი და ბანანია.
შეეშვით ტკბილეულს
გასაგებია, რომ ბავშვების გახარება გინდათ, მაგრამ ტკბილეული ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ, განსაკუთრებით შოკოლადი. ტკბილეული ორგანიზმისთვის საკმაოდ მძიმე დატვირთვაა, ბაქტერიებისთვისაც ხელსაყრელ პირობებს ქმნიან. თუ ბავშვი ტკბილს გთხოვთ, თაფლი ან ჩირი შესთავაზეთ.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები