რა არის გალენტინობა და რას აღნიშნავენ მარტოხელა გოგონები 13 თებერვალს

ვალენტინობა, იგივე სიყვარულის დღე, მთელს მსოფლიოში 14 თებერვალს აღინიშნება. შეყვარებული ადამიანები რომანტიკულ საღამოებს აწყობენ და ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. ეს დღე ბევრ მარტოხელა ადამიანს აღიზიანებს და მარტოობის განცდა კიდევ უფრო უმძაფრდება. სწორედ ამიტომ მარტოხელა გოგონებმა მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვიტეს 13 თებერვალი განსაკუთრებით აღენიშნათ.
რა არის გალენტინობა – გოგონებმა ვალენტინობაში (Valentine) ჩაანაცვლეს ასო “ვ” – “გ”-თი, რაც გოგონების (girls) პირველი ასოა და ამგვარად გამოვიდა გალენტინობა (Galentine)

13 თებერვალს, იმის ნაცვლად, რომ დეპრესიას მიეცეთ, ვალენტინობის დღის გამო, მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნიდან მარტოხელა გოგონები აქტივობებს იმისთვის გთავაზობენ, რომ თავი ცუდად არ იგრძნოთ.

1. წადით შოპინგზე – შოპინგი ყველა ქალისთვის სასიამოვნო თერაპიაა, რომელიც უარყოფითი ემოციებისგან გაგათავისუფლებთ და დადებითად დაგმუხტავთ.

​2. მოამზადეთ გემრიელი კერძები- სამზარეულოში ფუსფუსიც კარგი ანტისტრეს საშუალებაა, დაპატიჟეთ მეგობრები და დრო სასიამოვნოდ გაატარეთ.

3. გაიხსენეთ სახალისო პაემნები და ისტორიები – შეიკრიბეთ “დაქალები” და გაიხსენეთ, რამდენი სახალისო ისტორია გადაგხდენიათ პაემნებზე.

4. მარტოხელა გოგონებმა ერთმანეთს საჩუქრები აჩუქეთ – თუ შეყვარებული გოგონები იღებენ ყვავილებსა და შოკოლადებს თქვენ რითი ხართ ნაკლები? გაუგზავნეთ ერთმანეთს საჩუქრები და ისევე ისიამოვნეთ ამ დღით, როგორც სხვებმა.

5. წადით ქალაქგარეთ – მოაწყვეთ პიკნიკი. წაიღეთ ღვინო , გემრიელი საჭმელი და დრო სუფთა ჰაერზე მეგობრების გარემოცვაში გაატერეთ.

​6. მოაწყვეთ ფილმების საღამო – შეარჩიეთ ფილმები , კომედია, თრილერი ნებისმიერი ჟანრი (სასურველია არა რომანტიკული დრამები) და მოიმარაგეთ პოპკორნი.

7. მოაწყვეთ კარაოკე საღამო – თუ ფილმების ყურებაზე მეტად სიმღერა გიყვართ, შეგიძლიათ კარაოკე საღამო მოაწყოთ, ცოტა სასმელი სითამამეს შეგძენთ და თქვენი ვოკალური მონაცემებიც სასმლის რაოდენობის პირდაპირ პროპორციულად გაიზრდება.

და ბოლოს, უბრალოდ მიიღეთ ეს დღე ისე, როგორც სხვა ყველა, ჩვეულებრივი დღე. არ არის საჭირო განწყობა იმის გამო გაიფუჭოთ, რომ კონკრეტულ მომენტში მეორე ნახევარი არ გყავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები