რა არის “ბერმუდის სამკუთხედი”? – ლეგენდები, მისტიური და საინტერესო ფაქტები (ფოტო)

„ბერმუდის სამკუთხედი“ – ეს სიტყვები ადამიანებში, როგორც წესი, იდუმალ შიშს აღძრავს. რა არის იგი და რა საიდუმლოს ინახავს? დიახ, ეს ტერიტორია საკმაოდ საშიშია.

თვითმფრინავები და გემები ამ სახიფათო ზონის საზღვრებს ყოველდღიურად კვეთენ, შედეგად თითოეული მფრინავი და კაპიტანი დიდი რისკის წინაშე დგება. თუმცა, ამ ტერიტორიის გვერდის ავლა შეუძლებელია.  იგი ისეთ მონაკვეთზე მდებარეობს, რომელიც მსოფლიოს  სხვადასხვა მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს.
მაინც რატომ გაურბიან ადამიანები „ბერმუდის სამკუთხედზე“ საუბარს?

ვინ ალაპარკადა პირველად “ბერმუდის სამკუთხედზე”?

მეოცე საუკუნის 50–იან წლებში, ამერიკელმა ე. ჯონსმა ბროშურა გამოსცა, სახელწოდებით – „ბერმუდის სამკუთხედი“, მაგრამ მას დიდი პოპულარობა არ მოჰყოლია.

“ბერმუდის სამკუთხედის” არსებობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, მორიგი წიგნის გამოცემის შემდეგ ალაპარაკდნენ, სადაც ამჯერად ჩარლზ ბერლიცმა იდუმალად გაუჩინარებული გემების ისტორიები აღწერა.

როგორ გამოიყურება იდუმალი ადგილი და რატომ ეძახიან ასე?

 ამ უცნაური ადგილის კოორდინატებია: ატლანტიკის ნაწილი, პუერტო რიკო, ტერიტორია მაიამისა და  ბერმუდის კუნძულებს შორის.  ამ კოორდინატებს შორის თუ სწორად გავუსვამთ ხაზებს, მაშინ სამკუთხედს მივიღებთ, ფართობით 4 მილიონი კვადრატული კილომეტრი. თუმცა, სხვადასხვა ობიექტები ამ „უცნაური ფიგურის“ მიღმაც ხშირად იკარგებიან. დღემდე ასზე მეტი გაუჩინარებული თვითმფრინავისა თუ გემის შესახებ არის ცნობილი.

გემებისა და თვითმფრინავების “გაუჩინარების” ფაქტების ახსნა მისტიკის გარეშეც შეიძლება: ამ კონკრეტულ ადგილას თავს იყრის ჰაერისა და წყლის  უამრავი სწრაფი ნაკადი. ძალიან ხშირად წარმოიქმნებიან ციკლონები და ქარბორბალები. ამ ადგილის კიდევ ერთი მახასიათებელია – გოლფსტრიმის თბილი დინება. რა ხდება მაშინ, როცა თბილი და ცივი ჰაერი ერთმანეთს ეჯახება? ისინი ღრუბელს წარმოქმნიან, ტურისტები კი ხშირად აღნიშნულს მისტიურობას აწერენ.

ასევე, ამ ადგილის საიდუმლოს ამოხსნა მისი წყალქვეშა რელიეფის გამო რთული, ჩაძირული ობიექტების ნაწილების პოვნა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან, მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, იწვევს თუ არა გემებისა და თვითმფრინავების კატასტროფას ოკეანის ზედაპირზე წარმოშობილი მეთანის ბურთი. მეთანი ოკეანის ფსკერზე არსებული ბზარებიდან ამოედინება. აღნიშნულ ადგილზე კი ძალიან მაღალია მაგნიტურობა და ობიექტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე ხვდება, მომენტალურად მიდის ფსკერისკენ.

კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოზე ჰაერის მასები ჩანს, რომლებიც ქარბუქს წარმოქმნიან, ეს უკანასკნელი კი წრეზე 50 კმ/სთ–ი სიჩქარით ბრუნავს. ქარბუქი ჰაერში წყლის მილებს წარმოქმნის, რომელთა სიმაღლეც 30 მეტრია და ისინიც უდიდესი სისწრაფით ბრუნავენ, ეს  “მილები” ადგილზე მყოფ გემებს დიდი სიმძლავრით ეცემიან. საშუალო სიდიდის გემს, ამ სიტუაციაში გადარჩენის არავითარი შანსი არ აქვს.

ასევე არსებობს ინფორმაცია ინფრაბგერით სიგნალებზე, რომელსაც ოკეანე გამოსცემს, რაც შტორმის წარმოქმნას მოასწავებს. რა ხდება მაშინ, როცა ობიექტი ასეთი სიგნალების ცენტრში ხვდება? ეს ყველაფერი ადამიანების ცნობიერებას ფსიქოლოგიურ სტრესში აგდებს და იწყება ქაოსი, ისინი შესაძლოა, თავის გადარჩენის მიზნით, ბორტიდანაც კი გადახტნენ, დაცლილი გემი კი, რომელიც თავის ნებაზე მიცურავს, იღუპება.

ლეგენდა ჩაძირულ ქალაქ ატლანტიდაზე, რომელიც სწორედ ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე უნდა მდებარეობდეს, არც თუ ისე პატარა როლს თამაშობს, ამ იდუმალებაში. თითქოს, სწორედ ის გზავნის სიგნალს ოკეანის სიღრმიდან, რაც გემებისა და თვითმფრინავების სისტემის მწყობრიდან გამოსვლას იწვევს.

ასევე საინტერესოა მოსაზრება, რომ ამ ტერიტორიაზე ობიექტები მეოთხე განზომილებაში გადადიან. ამის მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ფიქსირდება ფაქტები, როცა თვითმფრინავები რადარებიდან რამდენიმე წუთით ქრებიან და შემდეგ კვლავ ჩნდებიან. ადამიანების გარკვეული ნაწილი ამას ამჩნევს, ნაწილი კი – ვერ.

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მეტეოროლოგებმა  კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები იხილეს და შეჯერდნენ აზრზე, რომ ანომალიურ ზონაზე წარმოიქმნება ექვსკუთხა ღრუბლები, რომელთა აფეთქების შედეგადაც  ჰაერის ნაკადები წარმოიშობა, ისინი კი  270 კმ/სთ სიჩქარით ქვევით მიედინებიან, წყალზე დაცემისას, ასეთი სისწრაფის მქონე ქარი წარმოქმნის ტალღებს, რომელთა სიმაღლეც, შესაძლოა, 40 მეტრსაც კი აღწევდეს, მათ შეუძლიათ გემების ამობრუნება და ლაინერების ნავიგაციის დაზიანება.

მრავალი ათწლეულია მეცნიერები ცდილობენ „ბერმუდის სამკუთხედის“ საიდუმლოს ამოხსნას, მაგრამ უშედეგოდ.

დაღუპული გემების ფოტოების ხილვა რთულია, თუმცა, მათ ვისაც არ სჯერა ყველა ამ საიდუმლოსა თუ ლეგენდის, შეუძლიათ იდუმალი ადგილის შესასწავლად თავად გაემგზავრონ.

კომენტარები

სხვა სიახლეები