რატომ ყოფენ სირაქლემები თავს მიწაში

ალბათ, ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რატომ რგავენ სირაქლემები თავს მიწაში. სინამდვილეში, ეს სიცრუეა, სირაქლემები თავს მიწაში არ რგავენ. რატომ არსებობს მსგავსი მითი ამ ფრინველის შესახებ?
პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ სირაქლემას ყველაზე დიდი ფრინველის სახელი აქვს, მისი სიმაღლე ორ მეტრზე  მაღალი არ არის. როდესაც ბოლომდე არის გამართული, მისი თავი სხეულთან შედარებით ძალიან პატარაა. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შორიდან სირაქლემა, რომელიც საკვებს ჭამს მიწიდან, ისე ჩანს, თითქოს თავი აქვს მიწაში ჩაფლული.
მაგრამ ალბათ ეს მითი სირაქლემების ბუდეს უკავშირდება. მამრი სირაქლემები ერთ მეტრამდე სიღრმის ხვრელს თხრიან კვერცხების შესანახად. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ დედა და მამა სირქალემები კვერცხებს აბრუნებენ თხრილში, რომლის დროსაც თავის თხრილში ჩაყოფა უწევთ, სწორედ აქედან იქმნება ილუზია, რომ ისინი თავს მიწაში ყოფენ.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები