რატომ უნდა გათიშოთ მობილური და პლანშეტი დაძინებამდე ორი საათით ადრე

ამერიკელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მას, ვინც დაწოლამდე ორი საათის განმავლობაში მობილურ ტელეფონსა და პლანშეტურ კომპიუტერს იყენებს , შესაძლოა ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდეს. ეს იმიტომ, რომ მობილური ტელეფონებისა და პლანშეტური კომპიუტერების ეკრანებისთვის გამოიყენება უკანა განათება, რომელსაც შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს ადამიანის ორგანიზმში მელატონინის გამომუშავებაზე, რაც, თავის მხრივ, ძილის დარღვევას იწვევს.

მელატონინი აკონტროლებს ბუნებრივ სადღეღამისო რეჟიმს, სიბნელეში ორგანიზმს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საჭიროა დასვენებისთვის მომზადება. გაჯეტების გასანათებლად გამოყენებული მოკლეტალღოვანი სინათლის ზემოქმედების შედეგად მელატონინის გამომუშავება ნელდება, ზოგჯერ კი სულ მთლად წყდება. გარდა ძილის დარღვევისა, ამას შესაძლოა წონის მატება და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი მოჰყვეს, ხოლო სინათლის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ და ძილის ქრონიკულმა დარღვევამ, გამორიცხული არ არის, სარძევე ჯირკვლის კიბოც კი გამოიწვიოს.

მართალია, მეცნიერები ნეგატიურ ეფექტებს მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტურ კომპიუტერებზე ამოწმებდნენ, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ძილის დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა სხვა გაჯეტმაც, რომელსაც ეკრანის უკანამხრივი განათება აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები