რატომ იკვებებიან ადამიანები საკუთარი და სხვა ადამიანების სისხლით

მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღეს შესაძლებელია იპოვოთ, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ადამიანის სისხლს სვამენ. მათ შორის არიან მედიცინის დები, ოფიციანტები, მდივნები და სხვა. “ბი-ბი-სი” იმ მიზეზის ამოხსნას შეეცადა რის გამოც ადამიანები „სისხლით იკვებებიან“. ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში მცხოვრები ედგარ ბრაუნინგი ერთ-ერთი იმათთაგანია ვინც ადამიანის სისხლს მიირთმევს. სანამ ის სითხეს შეექცევა, სამედიცინო პროცედურას მიმართავს, რომელშიც ბრაუნინგს მისი ნაცნობი ეხმარება.12272965_1079736708737839_412240966_n
ბრაუნინგს მისი დამხმარე პირი სხეულზე მცირე ადგილს უნიშნავს, შერჩეულ ადგილს სპირტით ამუშავებს და შემდეგ სკალპელით ჭრის იმ ზომაზე რომ ჭრილობიდან სისხლმა დინება დაიწყოს. მას შემდეგ რაც ჭრილობიდან სისხლი დენას იწყებს ბრაუნინგი სისხლს ტუჩებით წოვს. მასთან ერთად სისხლს მისი დამხმარეც სვამს. ორივე მათგანი ამტკიცებს რომ სასმელის სახით მიღებული ადამიანის სისხლი მათ ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. ისინი ამტკიცებენ რომ სისხლი მათ თავის და მუცლის ტკივილს უყუჩებს და დადებითად მოქმედებს კუჭზე . ბრაუნინგის განცხადებით, აშშ-ში სისხლს ათასობით ადამიანი სვამს.

კომენტარები

სხვა სიახლეები