რატომ აფურთხებენ ბავშვებს და რატომ აგდებენ სიმაღლიდან – ყველაზე უცნაური რიტუალები

1. ახალშობილის ბანაობა ადუღებულ რძეში
რიტუალი ძირითადად პოპულარულია ინდუსებში. რძეს თიხის ჭურჭელში ადუღებენ. როგორც კი რძე ადუღდება, მამა ბავშვს ჩასვამს თიხის ჭურჭელში, მიიყვანს ადუღებულ ჭურჭელთან და ზემოდან ასხამს რძეს. კარახა პუჟანის ტრადიციის თანახმად, მამა ევედრება ღმერთებს, რომ თავისი ბიჭი ბედნიერი გაიზარდოს.

2. ახალშობილები, რომლებსაც გარეთ ყინვაში სძინავთ
შვედეთის მცხოვრებლებისთვის მიღებულია მძინარე ბავშვის გარეთ დატოვება – ყინვაში. მართალია, ჩვენთვის ცოტა სარისკო და უჩვეულოა ასეთი საქციელი, მაგრამ შვედი დედებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ისინი თვლიან, რომ დაბალი ტემპერატურა გააკაჟებს და დაიცავს ბავშვებს სხვადასხვა დაავადებისგან. შვედეთში ბევრი საბავშვო ცენტრი პროპაგანდას უწევს ასეთ ჯანმრთელ ძილს.
mshoblebi

3. 3 თვემდე პატარები არ შეიძლება, რომ მიწას შეეხონ
ინდონეზიაში არსებობს უცნაური წესჩვეულება, რომლის მიხედვითაც ახალშობილი 3 თვემდე არ უნდა შეახონ მიწას. ადგილობრივი მცხოვრებლები თვლიან, რომ 3 თვის მანძილზე ბავშვი დაკავშირებულია სულებთან და მისი მიწასთან შეხება დააბინძურებს მათ. პირველი სამი თვის განმავლობაში ბავშვს ხელით ატარებენ. თუ ოჯახში სხვა წევრები არ ცხოვრობენ, ზოგჯერ მშობლებს ამ წესის დაცვაში სოფელიც ეხმარება.

4. ჭიპლარის შენახვა
იაპონიის კულტურაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჭიპლარს. იქაური დედები თავიანთი შვილების ჭიპლარს სპეციალურ ყუთებში ინახავენ, ე.წ. კოტობუკი ბაკოში. ლეგენდის თანახმად, ეს ადათ-წესი გაჩნდა მაშინ, როცა ქალებმა მოინდომეს, მშობიარობიდან დარჩენოდათ რაიმე სამახსოვრო. ჭიპლარს ინახავენ თოჯინა-კიმონოში, რომელიც ბავშვის სიმბოლოა.

5. ბანაობა ცივ წყალში
გვატემალაში ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება ბავშვის ცივ წყალში ბანაობა. ისინი თვლიან, რომ ასეთი აბაზანები ბავშვის ძილს უფრო ხარისხიანს ხდის და იცავს კანს სხვადასხვა დაავადებისგან.

6. ბავშვები თვითონ წინასწარმეტყველებენ თავიანთ მომავალს
სომხეთში ხშირად შეხვდებით საკმაოდ ექსცენტრიკულ რიტუალს, რომელსაც აგრა ხადიგი (Agra Hadig) ჰქვია. ამ რიტუალს ატარებენ მაშინ, როცა ბავშვს პირველი კბილი ამოუვა. პატარას დააწვენენ მაგიდაზე, რომელზეც უკვე აწყვია ბევრი ნივთი. ესენია: წიგნები, დანა, მაკრატელი, და სხვა. ითვლება, რომ საითკენაც ბავშვი პირველად გაიწევს, მისი მომავალიც ამით განისაზღვრება. მაგ: თუ ბავშვი ხელს დაადებს დანას, ის ქირურგი გახდება, თუ წიგნებისკენ გაიწია – მაშინ ღვთისმსახური იქნება, ხოლო თუ ფულისკენ გაიშვირა ხელი – ბანკირი. რიტუალში მონაწილეობენ მხოლოდ ქალები და სუფრა იშლება მხოლოდ ტკბილეულით.
mshoblebi

7. ბავშვებს აიძულებენ, რომ იტირონ
იაპონური ფესტივალი ნაკიზუმო ტოკიოში სენსო-ძის ტაძარში იმართება ყოველ აპრილს. აქ ბავშვებს ტირილში აჯიბრებენ. მშობლები თვლიან, რომ ამ რიტუალით დაიცავენ ბავშვებს ბოროტი ძალებისაგან. რინგზე გამოდის სუმოს ორი მებრძოლი. თითოეულს ხელში აჭერინებენ თითო ბავშვს. ვინც უფრო ჩქარა და ძლიერად აატირებს პატარას, გამარჯვებულიც ის იქნება.
mshoblebi

8. ბავშვზე მიფურთხება
ბულგარეთში, როცა ბავშვის მოსანახულებლად მიდიან, თვალი რომ არ ეცეს, მას რამდენჯერმე აფურთხებენ.

9. ბავშვებზე გადახტომა
ესპანეთის სოფელ კასტრილო-დე-მურსიაში ბევრი მშობელი მონაწილეობს ისეთ ტრადიციულ რიტუალში, რომლის დროსაც უფროსები ბავშვებს ზედ ახტებიან. მათი რწმენით, ამ რიტუალით ისინი ბავშვს კარგი და წარმატებული მომავლისკენ ულოცავენ გზას და განდევნიან ბოროტ ძალებს. რიტუალი ცენტრალურ მოედანზე ტარდება. საბედნიეროდ, არც ერთი უბედური შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
mshoblebi

10. ბავშვების გადაგდება სახურავიდან
ზოგიერთი ინდოელი საკუთარ შვილს 20 მეტრის სიმაღლიდან აგდებს. დაბლა გაჭიმულია ზეწარი, რომელზეც ბავშვი ეცემა. ეს ძველი ტრადიცია 500 წლის წინ გაჩნდა და დღემდე არსებობს. ინდოელები მიიჩნევენ, რომ ეს რიტუალი მათ შვილებს ჯანმრთელობასა და წარმატებას მოუტანს.
mshoblebi

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები