რატომ არ უნდა გაუმხილო საკუთრი გეგმები არავის

“გსურს ღმერთი გააცინო, მოუყევი მას შენი გეგმების შესახებ” – ამ ანდაზის სიბრძნეში სტატიის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით. არ დაკვირვებიხართ, რომ ზოგჯერ, იდეალურად გათვლილი მიზნები მოულოდნელად იშლება?..

ადამიანს სურს საკუთარი განზრახვა (მანქანის, ბინის შეძენა, მოგზაურობის, ბიზნესის დაწყება ან დაქორწინება) გარშემო მყოფებს ახაროს, რათა მათ თავისის სიხარული განდოს და მათგან მხარდაჭერა მიიღოს. თუმცა… მოულოდნელად ყველაფერი იცვლება და თითქმის ბოლომდე მიყვანილი ჩანაფიქრი არ ხორციელდება, 1933 წელს ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს, რომ რაც უფრო ცოტა ადამიანმა იცის თქვენი გეგმების შესახებ, მით ადვილად განახორციელებთ მათ.
მკვლევარმა ვერა მალერმა “არგანხორციელებული ჩანაფიქრებს” მრავალწლიანი კვლევა მიუძღვნა და დაასკვნა, რომ თუ გეგმების შესახებ ახლობლებს უყვებით, ქვეცნობიერს ჰგონია, რომ მიზანი უკვე მიღწეულია. ხოლო თუ მიღწეულია, ადამიანს მოტივაცია უქვეითდება.

1982 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა პიტერ გოლუიცერმა კვლევა განახორციელა. მასში 63-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც არ უმხელდნენ საკუთარი გეგმების შესახებ გარშემო მყოფებს ყველაფერს ბოლომდე ასრულებდნენ, ვიდრე ისინი, ვინც საზოგადოდ ჰყვებოდნენ საკუთარ ჩანფიქრებზე.

გოლუიცერის აზრით, მოთხრობილ ჩანაფიქრს ტვინი უკვე შესრულებულ მისიად აღიქვამს. მაგალითად, თუ თქვენ იტყვით, რომ დისერტაციის დაწერას აპირებთ და საკუთარ თავს მეცნიერ-კანდიდატად ხედავთ, ტვინი ამ ფაქტს წარმოსახვით თამაშად აღიქვამს და აქტიურობის სტიმული – ასპირანტურაში ჩაბარება, ხელმძღვანელის პოვნა, ბიბილიოთეაში ჯდომა, მასალების მოძიება და ა.შ. – გეკარგებათ.

ასე, რომ არავის გაუმხილოთ საკუთარი იდეები, გეგმები, თუ ჩანაფიქრები. თქვენი წარმატების შესახებ კი თავის დროზე, ისედაც ყველა გაიგებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები