რატომ არ აქტიურობდა ზოოპარკის გვერდი ბოლო დღეების განმავლობაში: დუმილს სერიოზული მიზეზი ჰქონდა

თბილისის ზოოპარკის გვერდი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არ აქტიურობდა. ზოოპარკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ადმინისტრაციის გვერდი რამდენიმე დღის წინ გატეხეს და, შესაბამისად, მის ადმინისტრირებაზე წვდომა შეზღუდული იყო. “ალბათ შეამჩნევდით, რომ თბილისის ზოოპარკის გვერდი ბოლო რამდენიმე დღე არ აქტიურობდა. ამ დუმილს სერიოზული მიზეზი ჰქონდა. საქმე ის გახლავთ, რომ გვერდი გაგვიტეხეს, დაგვიბლოკეს და გვერდის ადმინისტრირებაზე წვდომა შეგვიზღუდეს. საბედნიეროდ, გაგვიმართლა და კომპანია Socialsharks-ს მივაგენით. მათი დამსახურებით, გვერდი სულ რამდენიმე დღეში დაგვიბრუნდა. რომ არა ისინი, ალბათ პროცესი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაიწელებოდა და არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა.
ძალიან ბევრი, გულთბილი და სიყვარულით სავსე მადლო12957381_463263830546472_1620738408_nბა მათ! კიდევ ერთხელ, აგერ უკვე მერამდენედ, ვრწმუნდებით, რომ ნამდვილი, ერთგული მეგობრები უდიდესი ძალაა! აქვე დიდ მადლობას ვუხდით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, გვერდების ადმინისტრატორების ჯგუფს და ყველა მეგობარს, ვინც ამ რთული პროცედურების მოგვარებაში გვეხმარებოდა, მათ შორის Ako Akhalaia-ს, Nino Bigvava-ს, Mariam Blanc-სა და სხვებს. და კიდევ ერთი: იმის გამო, რომ გვერდი დაბლოკილი გვქონდა, ამ პატარის გამომზეურება დაგვიგვიანდა. მიეგებეთ – ზოოპარკში ლემურიკო გაგვიჩნდა! ხვანცალა, თვალებდაყვლეპილი და ენიყოფია. ეს ციცქნა ყოფილიყოს ჩვენი გვერდის ხელმეორედ დაბადების სიმბოლო“, -აღნიშნულია ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ ინფრომაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები