რას წერს უცხოელი ქალი ქართველ კაცებზე – რატომ არიან ასეთი აგრესიულები სექსუალურ ურთიერთობებში

გამოცემა „kyliestravel.com“ ერთ-ერთი ტურისტი ქალის დაკვირვებების შესახებ სტატიას აქვეყნებს. ის საქართველოში, ქართველ მამაკაცებთან ურთიერთობის შესახებ მიღებულ გამოცდილებას ეხება. ქალის ვიბაობა არ სახელდება.
„როდესაც მე საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედი, აქ ბევრი სასიამოვნო რამ ვნახე – ეს არის მშვენიერი კერძები, გემრიელი ღვინო, არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობა, ლამაზი ბუნება და მთები, მაგრამ რაც შეეხება კაცებს და მათთან ურთიერთობას, ამით საქართველო ნამდვილად ვერ დაიტრაბახებს.
გარეგნობით ქართველ მამაკაცთა უმეტესობა საკმაოდ მომხიბვლელია. მათ აქვთ შავი თმა, შავი თვალები. მათი უმეტესობა წვერს ატარებს, თუმცა ქერათმიანებიც გვხვდებიან. სიმაღლეს რაც შეეხება, სხვადასხვანაირია – არიან დაბლებიც და მაღლებიც.
რაც შეეხება ქალებთან ურთიერთობას, ქართველი კაცები ყოველთვის ამბობენ: „რა ლამაზი ხარ! მიყვარხარ! შენ ჩემი ვარსკვლავი ხარ! შენ ჩემი ერთადერთი ხარ!“
ეს არის ქვეყანა, სადაც ქალის სილამაზეს ეთაყვანებიან, ალბათ ყველაზე მეტად მთელ მსოფლიოში. მე არასოდეს გამიგია ამდენი კომპლიმენტი ჩემ მიმართ, არასოდეს ყოფილა, რომ ქუჩაში ასე მაკვირდებოდნენ. დიდი მადლობა ბიოლოგიას, რომ მაქვს ასეთი კარგი მკერდი და საერთოდ, კარგი ტანი.
მაგრამ რამდენად ღირს ქართველ მამაკაცთან პაემანზე წასვლა და რომანტიკული ურთიერთობების დაწყება? იციან თუ არა ქართველმა კაცებმა ქალის ‘შებმა“? არა, ჩემი აზრით, არ იციან!
ქართველი მამაკაცების ერთ-ერთი ყველაზე უცნაური თვისება არის ის, რომ მათ ჰგონიათ, მისი საკუთრება ხარ, რომ შენი მეპატრონეები ხდებიან. „ მე გიყიდე სასმელი, ახლა ჩემთან სექსი უნდა გქონდეს!“ „უფასოდ წაგიყვანე მანქანით? ახლა სექსი უნდა გვქონდეს!“ „თუ ერთხელ სექსი უკვე გვქონდა, ახლა ჩემი ხარ!“ „შენ პარკში სკამზე ზიხარ, ესე იგი მე შემიძლია მოვიდე და შეგეხო“.
ასე ფიქრობენ, მაგრამ არა, ეს ასე არ უნდა იყოს! მე ვცდილობ დავადგინო, რატომ არიან ქართველი კაცები ასეთი აგრესიულები სექსუალურ ურთიერთობებში. მე მგონი ეს იმიტომ ხდება, რომ ქართველი მამაკაცები ერთ სახლში ცხოვრობენ მთელი ქორწინების განმავლობაში. ისინი ერთი ქალისგან მეორესთან გადადიან, მაგრამ არასოდეს ზრუნავენ მასზე. ქართველი ქალები კი მძიმე სამუშაოს (საჭმელი, დალაგება, ბავშვების აღზრდა) უმეტესობას თვითონ აკეთებენ. რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩემი ქართველი ბოიფრენდის ძმაკაცები ცდილობდნენ ჩემს ლოგინში ჩაწოლას. რამდენჯერმე მე პირდაპირ საწოლიდან გავიქეცი. მე ვეკითხებოდი, რატომ აკეთებდნენ ამას, რაზეც მპასუხობდნენ, შენ ამას ვერ გაიგებ, შენ ქართველი ქალი არ ხარო. როცა ვეუბნებოდი, რომ ეს არასწორია, ამაზე ისინი მხოლოდ იღიმოდნენ. როდესაც ჩემს ბოიფრენდს მოვუყევი, მან მიპასუხა, რომ იცოდა ამის შესახებ და ძმაკაცებს ამის უფლება მისცა. მაშინ მივხვდი, რომ ქართველი კაცებისთვის უბრალოდ ხორცის ნაჭერი ვიყავი.
მე ვფიქრობ, რომ ქართველ მამაკაცებს აქვთ კარგი პოტენციალი, მაგრამ მათი უმეტესობა სწორედ ასე იქცევა. არიან ისეთებიც, რომლებიც ქალს ნამდვილად სცემენ პატივს და მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ეს ერთეული შემთხვევებია.
ასე რომ თუკი ვინმე მეკითხება, ღირს თუ არა ქართველ მამაკაცთან პაემანზე წასვლა, მე ვპასუხობ: არა! ვფიქრობ თუ არა, რომ საქართველოში ჩასვლა არ ღირს? არა, რა თქმა უნდა, არა! მე ეს ქვეყანა ძალიან მომწონს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქართველი ბოიფრენდი არ მეყოლება,“ – წერს ერთ-ერთ ტურისტი ქალი გამოცემა „kyliestravel.com“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები