რას ფიქრობენ მამაკაცები, როდესაც მასთან პირველად იძინებთ

საყვარელ მამაკაცთან გატარებული პირველი ღამე ყოველთვის ამაღელვებელია, არა მარტო სექსის გამო. ამ დროს ქალები თავს უხერხულადაც ვგრძნობთ, არ გვინდა რაიმე შეცდომა დავუშვათ და პარტნიორს ჩვენზე გული ავუცრუოთ. ამ სტატიაში გაეცნობით თქვენი კაცის თავში მოსულ 6 აზრს, როდესაც პირველად უწევს თქვენთან ერთად დაძინება.

1. რატომ წევს ჩემს მხარეს?

ადამიანების უდიდესი ნაწილი ლოგინს ორ ნაწილად ჰქოფს, ერთ-ერთს აუცილებლად ჰქვია ,,ჩემი მხარე.” არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ჩვეულებრივ ორივე ერთსა და იმავე მხარეს იძინებთ. ასეთ დროს პირველად გატარებული ღამისას რომელიმეს კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ, სხვა შემთხვევაში კი მორიგეობა.

2. რატომ არ ვართ ჩახუტებულები?

პირველი შთაბეჭდილება უმნიშვნელოვანესია. მამაკაცს ჰგონია რომ სულ ისე გძინავთ. თუ თქვენ ზურგს აქცევთ და ძილს ისე მიეცემით თითქოს თქვენი პარტნიორი არც არსებობდეს, ის ჩათვლის რომ ურთიერთობის განმავლობაში ღამით ყოველთვის მარტოსულად იგრძნობს თავს. თუმცა, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის სულ ,,გადაფსკვნილები” იყოთ. ასეთ პოზიციაში დასვენება და გამოძინება საკმაოდ რთულია.

bed animated GIF

3. ბევრს ვწრიალებ?

არსებობენ ორი ტიპის ადამიანები, ზოგი ძილში ბევრს წრიალებს და აქეთ-იქით ბრუნავს, მაშინ როდესაც სხვები იმ პოზაში იღვიძებენ, რომელშიც დაიძინეს. მამაკაცი მისმა აქტიურმა ძილმა შეიძლება დააკომპლექსოს, ნუ უსაყვედურებთ თუ შეგაწუხებთ. იცოდეთ, ისიც განიცდის.

4. უხერხული იქნება ხვრინვა? მოიცა… თავადაც ხვრინავს?

როდესაც წყვილიდან ერთ-ერთი ხვრინავს ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის მეორეს, ხმაური ან დაძინების საშუალებას არ აძლევს, ან აღვიძებს. მამაკაცს არ უნდა, რომ დილის სექსის შანსი დაკარგოს, ქალის ღამისთევის გამო.

tina fey animated GIF

5. ნეტავ, ძილში ვლაპარაკობ?

ძილში საუბრისას ჩვენი ქვეცნობიერი აქტიურ ფაზაში შედის და შეიძლება ისეთი რამ წამოვაყრანტალოთ რასაც გააზრებულად არასდროს ვიტყოდით. ზოგჯერ ძილში ლაპარაკი საყვარელს ხდის მამაკაცს, თუმცა არა მაშინ როდესაც ის იგინება ან ყოფილ შეყვარებულს მისტირის.

hot animated GIF

6. საინტერესოა, რას ფიქრობს დილის კოცნაზე

მამაკაცი დილის კოცნაზე ფიქრს იწყებს თუ არა თავში უტივტივდება შემდეგი აზრი: ,,იმედია თავისი კბილის ჩოთქი წამოღებული აქვს. ჩემის მიცემა არ მინდა.” ასე რომ, ჩანთაში ყოველთვის გეგდოთ კბილისჯაგრისი, თქვენ ხომ არ იცით რა სიურპრიზს გიმზადებთ ბედისწერა?

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები