რას პასუხობს ზაქარია ქუცნაშვილი რამიშვილის “სიმღერით დაძახებების” სერიას (ვიდეო)

რატომ არ მიდის სტუმრად დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი „შალვა რამიშვილის შოუში“, მრავალი “დაძახების“ მიუხედავად – ზაქარია ქუცნაშვილმა ამ კითხვაზე პირველი განმარტება “კვირა +“ – თან გააკეთა. პორტალ “კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ “შალვა რამიშვილის შოუში“ მისი ვერ მისვლის ძირითადი მიზეზი გადატვირთული სამუშაო გრაფიკია. რაც შეეხება “სიმღერა-დაძახებებს“, რომლებიც “შალვა რამიშვილის შოუში“ პერსონალურად ზაქარია ქუცნაშვილს ეძღვნება, დეპუტატი ამბობს, რომ, ხევსური მეგობრებისგან განსხვავებით, ეს თავად არ აღელვებს. დეპუტატი “შალვა რამიშვილის შოუში“ მისვლას გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ, სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, კონკრეტული დროს ვერ დაასახელებს. შეგახსენებთ, რომ “შალვა რამიშვილის შოუში“ სპეციალური რუბრიკა “ზაქარია ქუცნაშვილის დაძახება“ არსებობს. შოუსბენდის წევრებმა რამდენიმე ცნობილ სიმღერას სპეციალური ტექსტი მოარგეს და ამ ფორმით დეპუტატს შოუში მისვლისკენ რამდენჯერმე უკვე მოუწოდეს.

[youtube]http://https://www.youtube.com/watch?v=ilOkrmHVKdY/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები