რას აქვეყნებენ სოცქსელში დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები

სოციალური ქსელით, პრაქტიკულად, ყველა ადამიანი სარგებლობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რის გამოქვეყნება ღირს და რის – არა. ალბათ, ხშირად თქვენთვისაც მომაბეზრებელი ყოფილა სოციალურ ქსელში თქვენი მეგობრის ან თუნდაც ნაცნობის მიერ გამოქვეყნებული პოსტები.

იმისთვის, რომ თქვენი პოსტებიც სხვებისთვის მომაბეზრებელი არ იყოს, გაითვალისწინეთ ის ხუთი რამ, რაზეც დღეს ვისაუბრებთ. შესაძლოა, თქვენს არქივშიც იყოს მსგავსი რამდენიმე პოსტი. მაინც გადაამოწმეთ.

1, ფოტოებზე ადგილმდებარეობის მონიშვნა​​​
ალბათ, ძალიან გაღელვებთ, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფები, მათ შორის – თქვენი გამომწერები. ამიტომ მთელი ძალისხმევით ცდილობთ, ყველას დაუმტკიცოთ, რომ ცხოვრების აქტიურ წესს მიჰყვებით, დატვირთული გრაფიკი გაქვთ, მრავალფეროვანი და საინტერესო თავგადასავლების ნაკლებობას არ განიცდით.

მაგალითად, შეხვედით მუზეუმში ან გაემგზავრეთ რომელიმე ქვეყანაში, ან, სულაც, მეგობრებთან ერთად მწვადებს მიირთმევთ. ყველაფერი ეს შესანიშნავია, მაგრამ გაგიმხელთ საიდუმლოს: თქვენი ადგილსამყოფელი ცოტას თუ ადარდებს, ამიტომ ყველა ფოტოზე ადგილმდებარეობის მონიშვნა და კომენტარებში იმის დაწერა, სად იმყოფებით, აუცილებელი სულაც არ არის.​

2. ფოტოები სატრენაჟორო დარბაზიდან

იმავე მიზეზით, მუდმივად ათავსებთ სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ვიდეოებს სატრენაჟორო დარბაზიდან. იქნებ, ვინმეს გამორჩა, რომ ვარჯიშობთ?

გაგიკვირდებათ, მაგრამ სინამდვილეში, სატრენაჟორო დარბაზში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დადის. კარგია, რომ ვარჯიშით ხართ დაკავებული, მაგრამ არ ღირს ამაზე ხშირად ხაზგასმა. ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად აინტერესებთ, საერთოდ არ ანერვიულებთ, დაკავებული ხართ სპორტით თუ არა.

3. საჭმლის ფოტოები

სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომლებიც მუდმივად აზიარებენ საუზმის, სადილისა და ვახშმის ფოტოებს, ნებისმიერი ფსიქოლოგის საოცნებო პაციენტები არიან. მცდელობა – დაუმტკიცოთ გამომწერებს, რომ კარგ დაწესებულებებში იკვებებით და შეგიძლიათ, თავს მისცეთ უფლება, მიირთვათ ბუტერბროდი წითელი ხიზილალით, თქვენს დაბალ თვითშეფასებაზე მიანიშნებს.

გამონაკლისად მიიჩნევიან “ფუდ-ბლოგერები”, რომელთა სოციალური გვერდები მხოლოდ საკვებს ეძღვნება. მათი ფოტოები ნამდვილად ლამაზად და მადისაღმძვრელად გამოიყურება. მაგრამ სოციალურ ქსელში განთავსებული საჭმელების ფოტოების უმეტესობა ეს არის დილაობით ბანალური ყავა, როლი, სუში ან ტორტის ნაჭერი.

4. საყიდლებისა და საჩუქრების ფოტოების დადება

სუპერმარკეტსა და ტანსაცმლის მაღაზიებში სიარული დღეს არავისთვისაა უცხო. საჩუქრებსაც ბევრი იღებს ახლობლებისა და მეგობრებისგან. აქაც გასაკვირი არაფერია, მაგრამ ადამიანები, რომელთაც დაბალი თვითშეფასება აქვთ, ამის შესახებ თავის გამომწერებს აუცილებლად ატყობინებენ სოციალური ქსელის დახმარებით. მსგავსი პუბლიკაციებით კიდევ ერთხელ უმტკიცებთ საკუთარ თავს, რომ სხვებისგან შექებას საჭიროებთ.

გარდა ამისა, ამგვარი ქცევით სხვებს უმტკიცებთ, რომ ვიღაცას უყვარხართ და გათამამებთ.

5. მუდმივად საკუთარ გრძნობებზე საუბარი
ბირმინგენის მეცნიერების ჯგუფმა დაადგინა, რომ ადამიანები, რომელთაც დაბალი თვითშეფასება აქვთ, ძალიან ხშირად საუბრობენ საკუთარ ემოციებზე, განწყობასა და ხასიათზე სოციალურ ქსელში. ერთი შეხედვით, შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ისინი ეგოცენტრულები არიან, რადგან საკუთარ გრძნობებზე ძალიან ხშირად საუბრობენ. თუმცა, ამგვარად ისინი მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რამდენად განიცდიან რეალური ურთიერთობების დეფიციტს და იმასაც, რომ მათთვის მხოლოდ ვირტუალური ცხოვრება არსებობს.

 

წყარო: “ადამსი”

კომენტარები

სხვა სიახლეები