რის გამო გადაამტვრია ქალმა შეყვარებულს თავზე ლეპტოპი თვითმფრინავში (ვიდეო)

კურიოზული შემთხვევა ამერიკული ავიახაზების რეისზე მოხდა. თვითმფრინავი მაიამიდან ლოს ანჯელესში მიფრინავდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, წყვილმა ჯერ კიდევ გასასვლელში დაიწყეს ჩხუბი. ის თვითმფრინავის პორტზე გაგრძელდა და მგზავრებს დიდი უსიამოვნებებიც შეხვდათ. როგორც აღმოჩნდა, ჩხუბის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. ქალი მამაკაცს იმიტომ გაუბრაზდა, რომ მან სხვა ქალს შეხედა.
​ჩხუბისა და აყალმაყალის გამო, რეისი 2 საათით გადაიდო. საბოლოოდ, ამბავი იმით დასრულდა, რომ წყვილი ბორტიდან ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ ქალს დააკავებდნენ კიდეც, რადგან ძალიან აგრესიული იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები