რას ” აგროვებენ” განვითარებულ ქვეყნებში, უძრავი ქონების ნაცვლად?

დღესდღეობით წარმატების ტრადიციული აღქმა შეიცვალა — მოდაში აღარ არის ძვირადღირებული მანქანის ან ბინის ყიდვა. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ განვითარებული ქვეყნების სტატისტიკა სწორედ ამ ტენდენციაზე მიგვითითებს.

სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, „მილენიუმის თაობის“ (80-იანების შემდეგ დაბადებული თაობები) წარმომადგენლებს არა მხოლოდ სახლების, არამედ — მანქანების ყიდვაც აღარ უნდათ. ამიტომაც „მილენიუმის თაობას“ მეორენაირად „მდგმურების თაობაც“ უწოდეს.

ფოტო: PAULY PRESLEY REALTY

რა არის ამის მიზეზი?

ალბათ იფიქრე, რომ თუ მსგავსი ტენდენციები საქართველოშიც შეინიშნება, მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიური მდგომარებობის ბრალია — ახალგაზრდებს უბრალოდ არ აქვთ საშუალება, მასშტაბური შენაძენები განახორციელონ. თუმცა, სოციოლოგები განმარტავენ, რომ საქმე ფულში არ არის: ახალი თაობები მშობლებისგან რადიკალურად განსხვავდებიან ღირებულებების სისტემით და წარმატების კონცენფციასაც ახლებურად ხსნიან:

ფოტო: HAUTE.MONDE

მათი აზრით, წარმატებული ადამიანები ქონებას კი არ ყიდულობენ, არამედ — ქირაობენ, ინვესტირებას კი ახალ გამოცდილებებში, მაგალითად — მოგზაურობაში, ექსტრემალურ სპორტში და სტარტაპებში ახორციელებენ.

საქმე იმაშია, რომ ადამიანებს სტაბილურობა აღარ ხიბლავთ და მოქნილი სამუშაო გრაფიკისა და ფინანსური და გეოგრაფიული დამოუკიდებლობისთვის იღწვიან. შედეგად, ჩვენს ცხოვრებაში მატერიალურმა ინტერესებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს.

ფოტო: HAUTE.MONDE

და მართლაც, რატომ უნდა ვიყიდოთ მანქანა, თუ მისი დაქირავება ან ტაქსის გაჩერება შეგვიძლია? განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის დიდი ქალაქებში პარკინგის სერიოზული პრობლემაა და სოლიდური ფასი აქვს ავტოფარეხებსაც, რომლებიც ძველი საცხოვრებელი სახლების პროექტებში უმეტესად გათვალისწინებული არ არის.

რატომ უნდა ვიყიდოთ სახლი კურორტზე, თუ სასტუმროების უამრავი არჩევანი გვაქვს?თანაც, მას შემდეგ, რაც airbnb არსებობს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ბინის დაქირავება ძალიან შეღავათიან ფასად შეგვიძლია.

ანალოგიურად ხდება საცხოვრებელი ბინის შემთხვევაშიც: ადამიანებს აღარ უნდათ, ერთსა და იმავე ორგანიზაციაში 40 წელი გაატარონ. ამიტომ, ურჩევნიათ ბინა იმ ოფისთან ახლოს იქირაონ, სადაც მოცემულ ეტაპზე მოღვაწეობენ.

ფოტო: HAUTE.MONDE

ასევე, ახალგაზრდები ახალი გამოცდილებების ძიების პროცესში ხშირად სხვა ქვეყნებში გადადიან საცხოვრებლად. ყველა ამ მიზეზიდან გამომდინარე, ბინის 40-წლიანი განვადებით შეძენა სახალისო პერსპექტივა სულაც არ არის.

ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადამიანების ბედნიერების და კეთლდღეობის აღქმა სწორედ ახალი გამოციდლებების მიღებაში გამოიხატება და არა ახალი ნივთების შეძენაში. გამოცდილებები თავის მხრივ სოციალურ ინტერაქციას და ახალი მეგობრების შეძენას გულისხმობს, ახალი ფასეულობები კი მეტად საინტერესო სასაუბრო თემებს წარმოშობს: როგორ ფიქრობ, რა უფრო საინტერესო მოსასმენია — შენმა მეგობარმა 1 წელი ველურ კუნძულზე როგორ გაატარა თუ რამდენ ბინას ფლობს ქალაქის პრესტიჟულ უბანში?

ფოტო: HAUTE.MONDE

ამ მოსაზრებებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი ამყარებს: ძვირადღირებული ნივთების მფლობელები ყოველთვის ღელავენ, მათ სულ ცოტა ხნის წინ გამოშვებულ მანქანას ვინმე არ დაეჯახოს, ძვირფასი ავეჯით გაწყობილი სახლი არ გაქურდონ და ა.შ.

ჩვენი მშობლების თაობას არც ბევრი მოგზაურობის საშუალება ჰქონდა და არც ინოვაციური ბიზნეს-იდეების განხორციელებისა; ინვესტირებასაც არსებული რეალობის მიხედვით ახდენდნენ.

ფოტო: Friendly Planet

ამიტომაც, თანამედროვე ადამიანის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი ცხოვრებისეული გამოცდილებებია, რომლებსაც ვერც ვერავინ მოგვპარავს და არც დროთა განმავლობაში გაუფასურდება.

წყარო:https://trend.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები