„პროფესიონალი ჩამხუტებელი“ – ქალი, რომელიც საათში 80 დოლარს გამოიმუშავებს (ვიდეო)

რობინ მარი – ქალი, რომელსაც ძალიან უყვარს ჩახუტება. მან საკუთარი თავისთვის ახალი პროფესია გამოიგონა და საკმაოდ სარფიანიც. „პროფესიონალი ჩამხუტებელი“ საათში 80–ს, წელიწადში კი 40 ათას ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს.

თითო სეანსი, დაახლოებით 4 საათს გასტანს. თუმცა, მარის აქვს გარკვეული წესები, რომლებიც კლიენტმა აუცილებლად უნდა დაიცვას. პირველი და მნიშვნელოვანი წესი ასეთია – თუ გსურთ, მარიმ მომსახურება გაგიწიოთ, აუცილებლად ჩაცმული უნდა იყოთ.

„პროფესიონალი ჩამხუტებლის“ განცხადებით, ჩახუტებით დარდს არა მარტო სხვებს უმსუბუქებს, არამედ საკუთარ თავსაც ეხმარება სტრესის დაძლევაში.

აღნიშნული პროფესია, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით ორი წელია რაც შეიქმნა და საკმაოდ დიდი წარმატებითაც სარგებლობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები