პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიტანოთ თქვენი კვების რაციონში-რომელ დაავადებებს კურნავს სელის თესლი

ქრონიკული შეკრულობა – უჯრედისი ხელს უწყობს კუჭ-ნახლავის რბილ წმენდას, შლაკებისა და ტოქსინების გამოყვანას და ლორწოვანის აღდგენას.

ათეროსკლეროზი – სელის ზეთი ამცირებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის რაოდენობას, რის გამოც იბლოკება ათეროსკლეზორული ბალთების წარმოქმნა. ასევე, ამკრივებს და აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიკურობას.

პარაზიტული ინვაზია – სელს აქვს ანტიჰელმინტური თვისებები.

ასევე, კარგია მისი მიღება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებისა და ყელის ტკივილის დროს.

სელის თესლი სასარგებლოა ქალების ჯანმრთელობისთვის, რადგან შეიცავს ფიტოესტროგენებს – ჰორმონების მცენარეულ ანალოგებს. სელის თესლის რეგულარული გამოყენება ამცირებს კლიმაქსის გამოვლენებას და კარგია მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს პროფილაქტიკისთვის.

სელის ზეთი გაჯერებულია B ჯგუფის ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ყველაზე დიდი უპირატესობა კი, მაინც, მასში შემავალი ცხიმოვან მჟავების „ომეგა-3-ისა“ და „ომეგა-6-ის“ დიდი რაოდენობაა. ეს ცხიმები ასევე, არის გოგრის, სეზამის, სიმინდისა და მზესუმირის ზეთებში, მაგრამ სელის ზეთი ყველაზე სასარგებლოა.

A და E ვიტამინები – ანტიოქსიდანტები გვეხმარებიან თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში. ლეციტინი და მინერალები თავს არიდებენ რკინადეფიციტურ მდგომარეობებს და ენდოკრინურ დარღვევებს.

სელის თესლი და ზეთი ხალხურ მედიცინაში ერთ-ერთი გამორჩეული პრეპარატებია. დაშვებულია დღეში 5-50 გრამის მიღება იმუნიტეტის გასაძლიერებლად და „ცუდი“ ქოლესტერინის შესამცირებლად. ეს არის ჰიპერტონიის, მიოკარდის ინფარქტის, ინსულტის, ტრომბოფლებიტის პროფილაქტიკა. კვლევების თანახმად, სელის ზეთი ანელებს სიმსივნეების ზრდას, ამიტომ ის რეკომენდებულია ონკოლოგიური პაციენტებისთვის.

გაითვალისწინეთ, ორგანიზმში მხოლოდ კარგად დაფქულ სელის თესლს ითვისებს. გამოიყენეთ ყავის საფქვავი ან ბლენდერი.

სელი მდიდარია მცენარეული ცილებით, ამიტომ საუკეთესო საკვებია სპორტსმენებისთვის, რადგან კუნთების შენებასა და დაზიანებული უჯრედების აღდგენაში ცილებს დიდი როლი აქვს.

მიუხედავად ყველა ამ ფასდაუდებელი თვისებისა, სელის თესლის მიღება სარისკოცაა: თუ არასწორად გამოვიყენეთ, შეუძლია, ნაწლავები დაახშოს. ის იწოვს დიდი რაოდენობით სითხეს, ფუვდება და ნაწლავებში არსებულ ნარჩენებს აწვება, ამიტომ გაუვალობის დროს მისი მიღება არ შეიძლება.

სელი მაშინვე არ მოქმედებს. ეფექტი თვალსაჩინო რომ გახდეს, 2-3 დღეა საჭირო. ამ ხნის განმავლობაში კი დღეში, სულ ცოტა, 1,5-2 ლიტრი წყლის დალევა მოგიწევთ. უშუალოდ მიღების დროს კი სელის თესლს 150-200 მილილიტრი წყალი უნდა დააყოლოთ. თუ საკმარისი წყალი არ სვით, სელის თესლში შემავალი წებოვანი ნივთიერება ნაწლავის კედელს მიეკვრება და უარეს შემთხვევაში გაუვალობას გამოიწვევს.

ერიდეთ სელის თესლის მიღებას საყლაპავი მილის შევიწროების დროს, ზოგადად, თუ ყლაპვა გიჭირთ, ასევე, გულისრევის შეგრძნების ან ღებინების დროს, მუცლის ტკივილის დროს, როცა ტკივილის მიზეზი უცნობია.

არ გირჩევთ სელის მიღებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთებითი პროცესის დროს.

კომენტარები

სხვა სიახლეები