პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილი ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა მონათლა – ნათლობას დედოფალი არ დასწრებია

პრინც არჩის ნათლობა უინძორების სასახლეში გაიმართა. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გადაწყვეტილებით, ნათლობის ცერემონია დახურული იყო. მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ცერემონიის სატელევიზიო გაშუქებაზე უარი თქვეს, ფოტოებს კი მათი ქორწილის ფოტოგრაფმა გადაიღო. ნათლობის ცერემონიას მხოლოდ ოჯახის ახლობლები დაესწრნენ. მათ შორის უელსის პრინცი ჩარლზი, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია უილიამი და კეიტ მიდლტონი.

ეკლესიაში არ იყო დედოფალი ელისაბედ მეორე.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილი ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა მონათლა.  მეორე ნათლია კი მეგან მარკლის მეგობარი, სტილისტ ჯესიკა მალრუნი იყო. ნათლიებს შორის ასევე არიან ჰარის მეგობრები მარკ დაიერი და მარკუს ანდერსონი.

ცერემონიის დღისადმი მიძღვნილი ფოტო Instagram-ზე გავრცელდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები