პოლიციელმა სატვირთოს მძღოლი სასწაულებრივად გადაარჩინა (ფოტო)

ნამდვილმა გმირმა ინგლისელმა პოლიციელმა, სატვირთო მანქანის მძღოლი ხიდიდან გადავარდნას სასწაულებრივად გადაარჩინა. ქალაქ ლიდსის საავტომობილო ხიდზე მოძრავი სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც, სატვირთო ფაქტიურად ხიდის კიდეზე იყო გადაკიდებული. პოლიციელ მარტინ უილისს კი მანამ, სანამ სამაშველო სამსახური მძღოლის გადმოყვანას ცდილობდა, სატვირთოს საკუთარი ხელებით 15 წუთის განმავლობაში იჭერდა. მომხდარის დამადასტურებელი ფოტოსურათები ინგლისურმა მედიამ მოიპოვა, რის შემდეგაც მარტინ უილისი ნამდვილ გმირად გამოაცხადეს. მარტინი ინგლისის საგზაო პოლიციაში 10 წელია მუშაობს. მისი თქმით, მიხვდა, რომ სატვირთოს გადავარდნის შედეგად მძღოლი აუცილებლად დაიღუპებოდა, ამიტომ მისი სიცოცხლის გადასარჩენად შეუძლებელი შეძლო. მძღოლი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები