პოლიციელებმა თავდამსხმელი და მძევალი მოკლეს ( ვიდეო +18)

ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ეკლესიასთან ნამდვილი საბრძოლო მოქმედება განვითარდა. ვინმე გილიერმო პერესმა გადაწყვიტა, რომ ეკლესიაში შესულიყო და მძევლები აეყვანა. ის დანით და რკინის სკამით იყო შეიარაღებული. ჯერ მხოლოდ გამვლელებს ემუქრებოდა, მაგრამ როდესაც პოლიციელები დაინახა, უფრო აგრესიული გახდა და მძევლად ქალი აიყვანა.
პოლიციელებმა თითქმის მაშინვე ცეცხლი გახსნეს. იმ კადრების მიხედვით, რომელიც მათმა სამხრე კამერებმა გადაიღო, მათი მხრიდან სროლის შედეგად, დაიღუპა არა მარტო დამნაშავე, არამედ მისი მძევალიც.
ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტში ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. ამ ზაფხულის განმავლობაში ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები