პირშუშხას სასწაულმოქმედი სიროფი – დაივიწყეთ ღიპი და გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა

ეს სიროფი ცხიმებს წვავს და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, აუმჯობესებს მეხსიერებას, სმენას, მხედველობას, ტვინის ფუნქციონირებას.

 მისი უმთავრესი ინგრედიენტი – პირშუშხა მდიდარია B1, B6, B2, C ვიტამინებით, მაგნიუმით, ფოსფორითა და რკინით. იგი წმენდს ორგანიზმს, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის პროცესს და ხსნის დაღლილობას.

ინგრედიენტები:

125 გრამი პირშუშხა

4 ლიმონი

3 სუფრის კოვზი თაფლი

2 ჩაის კოვზი დარიჩინი

1 (2 სმ) ჯინჯერი

 მომზადების წესი:

ერთად დააბლენდერეთ პირშუშხა და ჯინჯერი. ლიმონი გაწურეთ და მისი წვენი ბლენდერში ჩაამატეთ. 2-3 წუთი თქვიფეთ. დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი დარიჩინი და იმდენხანს თქვიფეთ სანამ სიროფს არ მიიღებთ. მერე სიროფი გადმოიღეთ ქილაში.

 მიირთვით ერთი სუფრის კოვზი დღეში ორჯერ ჭამის წინ სამი კვირის განმავლობაში. შემდეგ რამდენიმე დღე შეგიძლიათ შეისვენოთ და ისევ განაგრძოთ.

წყარო :http://dare.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები