„პირმა ხელები სპირტით დაიმუშავა, სიგარეტს მოუკიდა, აალდა და მტევნების დამწვრობა მიიღო“ – გუგა ქაშიბაძე საქართველოში დაფიქსირებულ შემთხვევაზე

საქართველოს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანლის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, კლინიკაში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პირმა ხელები სპირტით დაიმუშავა, სიგარეტს მოუკიდა, შედეგად სპირტი აალდა და მტევნების დამწვრობა მიიღო:

„ერთი შემთხვევა გვქონდა, როდესაც პირმა სადეზინფექციო ხსნარით, სავარაუდოდ, სპირტით, ხელის მტევნები დაიმუშავა და სიგარეტის მოკიდების დროს აუალდა, მიიღო მტევნების დამწვრობა, სხვა მძიმე შემთხვევები ჩვენ არ გვქონია“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

მისივე განცხადებით, ირანში დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ორმა ქალმა სადეზინფექციო ხსნარები დალია და საკმაოდ სავალალოდ დამთავრდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა:

„ისეთი საშუალებები, რომლებიც არის ადვილად აალებადი, ასეთია სპირტი და სადეზინფექციო საშუალებები, ჯობს, რომ შეშრეს და ცეცხლთან ახლოს არ უნდა მივიტანოთ, ადვილად აალებადი სითხე და ასანთი ერთად არ უნდა გვეკავოს ხელში“, – განმარტა ქაშიბაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები