პირამიდის ქვეშ მაიას ცივილიზაციის ცენტრი აღმოაჩინეს

მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ფარული მიწისქვეშა მდინარე პირამიდა კუკულკანის სიახლოვეს, ქალაქ ჩიჩენ იცაში აღმოაჩინეს. მეცნიერების აზრით, პირამიდის ქვეშ არსებული მდინარე მაიას ცივილიზაციის სამყაროს ცენტრი იყო.

როგორც სააგენტო France-Presse-ი იტყობინება, მიწისქვეშა მდინარე პირამიდის ქვეშ დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეში მდებარეობს. გეოფიზიკოსის
რენე ჩავესის თქმით, ეს მიწისქვეშა მდინარე აერთიანებს მაიას საკულტო ჭებს, რომლებშიც ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ.

სპეციალისტები თვლიან, რომ მიწისქვეშა მდინარე შეგვიძლია მაიას ცივილიზაციის ცენტრად მივიჩნიოთ, როგორც ”ხე, რომელსაც ფესვები მიწის ქვეშ აქვს გადგმული”. ამასთან, მეცნიერებმა კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთეს ქალაქ უშმალში. შენობის ნანგრევების სიახლოვეს ნაპოვნია 150 სამკურნალო მცენარე სხვადასხვა დაავადებისათვის, დაწყებული გველის ნაკბენით, დამთავრებული – მუცლის ინფექციებით. ეს სამკურნალო საშუალებები მაიას ეპოქაშია შექმნილი.

წყარო: http://www.ambebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები