პინგვინი, რომელიც ყოველ წელს ათასობით კილომეტრს გადის იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელმაც გადაარჩინა (ვიდეო)

ყოველწლიურად ეს პინგვინი ათასობით კილომეტრს ცურავს, რათა სრულებით სხვა ადგილას თავის საუკეთესო მეგობარს შეხვდეს.

2011 წელს ხუან პერეირამ მომაკვდავი პინგვინი აღმოაჩინა – ის ქვებზე, ზღვის სანაპიროზე იწვა, ჩიტს მოძრაობა საერთოდ არ შეეძლო იმიტომ, რომ მისი ფრთები ნავთობით იყო დასვრილი. ხუანმა პინგვინი შინ წაიყვანა და დაბანა, იგი ახალ მეგობარს ყოველ დღე ახალი თევზით კვებავდა.

მას სახელიც დაარქვა – ჯინ ჯინგი. ჩიტმა ახალ მეგობართან, დაახლოებით, ერთ წელს იცხოვრა, შემდეგ მან ზღვაში შეცურა, თუმცა, რამდენიმე თვეში კვლავ დაბრუნდა. ყოველ წელიწადს, ივნისის თვეში პინგვინი ბრუნდება თავისი მეგობრის მოსანახულებლად და რჩება მასთან თებერვლამდე.

კომენტარები

სხვა სიახლეები