პერუში რიტუალისას დახოცილი 140 ბავშვის სასაფლაო იპოვეს (ფოტო)

ჩრდილოეთ პერუში, 5 საუკუნის წინ ერთ-ერთი რიტულისას დახოცილი 140-მდე ბავშვის საფლავი იპოვეს. ინფორმაციას და ფოტოებს National Geographic-ი ავრცელებს.

ეს შეიძლება მსოფლიოში აღმოჩენილი ყველაზე დიდ მასობრივ საფლავად დასახელდეს.

ბავშვებთან ერთად, დამარხულია 200-მდე ლამა.

სამარხი დაახლოებით 1450 წლით თარიღდება.

მსხვერპლშეწირვას ინკებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ისინი ამ რიტუალს თითქმის ყოველდღიურად ასრულებდნენ. მსხვერპლად ძირითადად ცხოველებს სწირავდნენ, განსაკუთრებით ლამას.

გარდა ცხოველებისა, განსაკუთრებული გაჭირვების ჟამს, ეპიდემიებისა თუ ბუნებრივი კატაკლიზმებისას, ინკები მსხვერპლად სწირავდენ ადამიანებსაც. მსხვერპლად შესაწირი ადამიანი, უნდა ყოფილიყო კარგი ფიზიკური მონაცემების. მას არჩევდნენ როგორც უბრალო ხალხიდან, ისე კუსკოს დიდებულთაგან.

არსებობს ლეგენდა, თუ როგორ აირჩია საკუთარმა მამამ 10 წლის გოგონა მსხვერპლად შესაწირად და ამისათვის კუსკოში გაგზავნა. ბავშვი საშინელი მეთოდით შესწირეს მსხვერპლად: ანდების მთებში ცოცხლად დამარხეს. ბავშვები განსაკუთრებულად სპეტაკ არსებებად მიიჩნეოდნენ, ამიტომ ხშირი იყო მათი შეწირვა. მსხვრეპლშეწირული ბავშვების სახელზე შემდეგში დღესასწაულებს აარსებდნენ.

რიტუალის დაწყების წინ, ქურუმი ბავშვს ასმევდა ჩიჩას (არყის მსგავსი სასმელი) რათა გაებრუებინა და დაეთრგუნა მისი ფიზიკური თუ სულიერი გრძნობები. მიჩნეულია, რომ ინკები ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ ბავშვს სწირავდნენ მსხვერპლად, მაგრამ აღმოჩენილია საფლავები, სადაც 3 -4 შეწირული ბავშვია ერთად დამარხული.

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები