პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიდეო ოფიციალურად გამოაქვეყნა (ვიდეო)

„დაუდგენელი საჰაერო ფენომენი“, – CNN–ის ცნობით, პენტაგონმა ოფიციალური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტია დაფიქსირებული.

ვიდეოებზე ჩანს სწრაფად მფრინავი ობიექტები, რომლებიც ინფრაწითელმა კამერებმა დააფიქსირეს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი ვიდეო 2004 წლის ნოემბერშია გადაღებული, ხოლო ორი – 2015 წლის იანვარში.

2017 წელს ვიდეოები არაოფიციალურად გავრცელდა და პენტაგონს მასზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ამ დროისათვის საჭიროდ მიიჩნია ორიგინალი ვიდეომასალის გამოქვეყნება, რათა მსოფლიო საზოგადოებაში საეჭვო კითხვები არ გაჩენილიყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები