პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დასაქმდება – 29 წლის დიანას ისტორია

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას 29 წლის დიანა ჯიშიაშვილი იწყებს. იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს:

“დიანა პარლამენტში იწყებს მუშაობას. უმძიმესი ტრავმის შედეგად მას კისრის მალები დაუზიანდა და სრულად დაკარგა მოძრაობის შესაძლებლობა. ორი წლის განმავლობაში ჯდომასაც კი ვერ ახერხებდა. საავადმყოფოში გატარებული ხანგრძლივი დროის შემდეგ, ეტლით დაბრუნდა სახლში. შემდეგ ჩააბარა კოლეჯში. დაიწყო ვარჯიშიც და გახდა ფარიკაობაში მსოფლიოს და ევროპის პრიზიორი. შექმნა ოჯახი და ჰყავს 4 თვის შვილი. დანარჩენს თვითონ მოგიყვებათ: https://bit.ly/2LeLbYO

ჩვენ #ერთად შევეცდებით უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მომავალი.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. #IDPD”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები