პარიზელმა სტუდენტმა ქალწულობა 1 მილიონ 200 ათას ევროდ გაყიდა

პარიზში მცხოვრებმა სტუდენტმა, სახელად ჟასმინმა, უოლ-სტრიტის ბანკირს თავისი ქალწულობა 1 მილიონ 200 ათას ევროდ მიჰყიდა. გოგონამ ასეთი „ლოტი“ ესკორტ-მომსახურების სპეციალიზებული საიტის აუქციონზე გაიტანა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. „ლოტი“ შეიძინა წარმატებულმა ბანკირმა ნიუ-იორკიდან, რომელიც ინკოგნიტო დარჩა. მან აუქციონში მოუგო ლოს-ანჯელესში მცხოვრებ დიჯეის და მიუნჰენში მცხოვრებ უძრავი ქონების მაგნატს.
გოგონამ განაცხადა, რომ რელიგიურ ოჯახში გაიზარდა და თავდაპირველად აპირებდა, ქალწულობა ქორწინებამდე შეენარჩუნებინა. მოგვიანებით მან გადაიფიქრა, რადგან საკუთარი ბიზნესისთვის ფულის შოვნა სურდა. ასევე, ის აპირებს, რომ მიღებული თანხის ნაწილი მოგზაურობაზე დახარჯოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები