დამლაგებელმა 327 ათასი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები იპოვა

კორეის ქალაქ ინჩჰონის საერთაშორისო აეროპორტში, დამლაგებელმა 327 ათასი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას The Korea Times-ი იუწყება.
პოლიცია ამტკიცებს, რომ ზოდების პატრონი ჯერ არ გამოჩენილა. თუ კი ის უახლოეს ექვს თვეში არ გამოჩნდება, ოქროს ოფიციალური მფლობელი დამლაგებელი გახდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კი ეს ზოდები რაიმე სახით დაკავშირებულია დანაშაულებრივ საქმიანობასთან, დამლაგებელი ვერაფერს მიიღებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები