პარიზელი ჩინოვნიკები, ქუჩებში, უსახლკაროებთან ერთად დაიძინებენ

50-მდე პარიზელი ჩინოვნიკი დაიძინებს მთელი ღამე ქუჩაში, რათა ყურადღება მიაპყრონ ყინვაში დარჩენილი უსახლკაროების პრობლემებს.
ასეთი ინიციატივით გამოვიდა დეპარტამენტ ესონის ერთ-ერთი ოლქის მერის მოადგილე.
მან, აღნიშნული ინიციატივის შესახებ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „გასულ წელს, თითქმის 500 ის ადამიანი დაიღუპა, რომლებსაც სახლ-კარი არ გააჩნდათ… 2018 წელს უკვე 13 ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ პარიზში, თვენახევრის განმავლობაში. 50-მდე ხალხის რჩეული დაიძინებს ოთხშაბათს ღამით ქუჩაში, აუსტერლიცის სადგურთან.“ გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართა „სოლიდარობის ღამე“, რომლის დროსაც უსახლკაროების დათვლა მოხდა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პარიზის ქუჩებში 5 ათასამდე უსახლკარო ცხოვრობს, რომელთა ნაწილიც ზამთარში თავშესაფრებში გადაიყვანეს. ამის მიუხედავად, თითქმის სამი ათას ადამიანს არანაირი თავშესაფარი, დროებითიც კი არ გააჩნია.

კომენტარები

სხვა სიახლეები