პაპარაცებმა დემი მური საყვარელ ქალთან და მის შვილთან ერთად გამოიჭირეს ( ფოტო)

კინო ვარსკვლავი დემი მური წლების განმავლობაში ხვდებოდა ჰოლივუდის ისეთ ვარსკვლავ მამაკაცებს, როგორებიც არიან ბრიუს უილისი, ეშტონ კატჩერი და ემილიო ესტევესი, თუმცა არცერთმა ამ ურთიერთობამ მას ბედნიერება არ მოუტანა. ახლა კი 56 წლის მსახიობი ქალებზე გადაერთო. როგორც გამოცემა „Mirror“ იუწყება, პაპარაცებმა ის 44 წლის სერბი სტილისტის მაშა მანძუკასთან და მის შვილთან ერთად დააფიქსირეს.

როგორც გამოცემის წყარო აცხადებს, ისინი ერთად ზრდიან მანძუკას ქალიშვილ 2 წლის რუბის. პაპარაცებმა წყვილი მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ისინი ბავშვისთვის მაღაზიაში ტანსაცმელს არჩევდნენ. ამ მომენტში ჩანდა, რომ მსახიობი გოგონაზე ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარზე, ეფერებოდა და კოცნიდა.
პირველად დემი მურის და მაშას რომანის შესახებ გასულ წელს გახდა ცნობილი. სერბი ქალი ნიუ-იორკის ცნობილი და მოდური ბრენდის Anda & Masha-ს თანადამფუძნებელია, თუმცა საჯაროობას გაურბის. ასევე, დემი ხუთი წლის ბიჭის დედაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები