ოსეთში, მამაკაცმა „ბახილები“ თავზე ჩამოიცვა (ვიდეო)

რუსული მედია აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩრდილოეთ ოსეთის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდამ „ბახილები“ არა ფეხებზე, არამედ თავზე ჩამოიცვა.

ახალგაზრდას კლინიკაში რეგისტრატურაში მარტივი პროცედურის შესრულება სთხოვეს. ის ოთახის კუთხეში მივიდა, ამოიღო ყუთიდან ერთი ცალი პარკი, რომელიც ფეხსაცმელზე მაგრდება და ის თავზე გაიკეთა. როგორც ვიდეოში ჩანს, გოგონამ რეგისტრატურიდან თავიდან ვერ შეამჩნია „გალამაზებული“ მამაკაცი, თუმცა შემდგომ მას „ბახილების“ მოხმარების ინსტრუქცია გააცნო, რასაც ის მაშინვე დაემორჩილა. ვიდეო სოციალურ ქსელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები