ორი ანევრიზმა თავში – 2 შვილის დედას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ორი შვილის დედას, ახალგაზრდა ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თავში ორი ანევრიზმა აქვს და ოპერაციის გარეშე, ყოველი დღე საშიშია.

როგორც მისი დები სოციალურ ქსელში წერენ, ოპერაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც ოჯახს არ აქვს.

“ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი რამ მომიწევდა, მაგრამ როცა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა დედმამიშვილი, ყველაფერს გააკეთებ მისთვის.
ჩემს დას,ორი შვილის დედას, აღმოაჩნდა ორი ანევრიზმა თავში და სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია. ოპერაცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მთლიანად დაფინანსება ვერ ხერხდება..ვისაც რამდენი შეგეძლებათ რომ დამეხმაროთ, რადგან ყოველი დღე საშიშია და დრო არ მაქვს თანხების სხვა გზებით მოძიების.
მჯერა ყველა კეთილი ადამიანის… მადლობა ყველას ვინც გულთან მიიტანთ ჩვენს პრობლემას და გვერდით დაგვიდგებით…

ეს ჩემი ანგარიშის ნომერია,საქართველოს ბანკის და მაპატიეთ ეს რომ მიწევს.

მიმღები: მანანა აბრამიშვილი

GE50BG0000000533863175 “, – წერს მანანა აბრამიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები