ორთვიანი ტკივილების შემდეგ ევა ბარბაქაძე იაშვილის კლინიკაში მოათავსეს (ფოტო)

„რუსთავი 2“ – ის თანამშრომელი სალომე ლილუაშვილი „სოციალურ ქსელში“ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ შორენა ბეგაშვილის შვილს, ევა ბარბაქაძეს ქირურგიული ჩარევა კვლავ ესაჭიროება და დახმარებას ითხოვს. ოპერაციის გამო, 2 დღეში თურქეთშია გადასაყვანი. ევას სპეციალურ რეჟიმში13179180_243841395980868_3318149566079838317_n გადაფრენას “ატლასგლობალი“ უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ავიაკომპანიასთან ერთად ლილუაშვილი მადლობას „ჯიპიაი ჰოლდინგს“ უხდის, რომელიც ოპერაციის 20 პროცენტს დაფარავს. „შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე, უმძიმესი ტკივილებით და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით რამდენიმე წუთის წინ ისევ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ზეგ დილით სასწრაფოდ თურქეთში უნდა გადააფრინონ, რომ ხერხემალზე განმეორებით ჩაუტარდეს ურთულესი ოპერაცია. ძალიან დიდი მადლობა სწრაფი რეაგირებისთვის ავიაკომპანია “ატლასგლობალს”, რომელიც ევას სპეციალურ რეჟიმში გადაფრენას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ასევე, მადლობა სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგს”, რომელიც ოპერაციის ღირებულების 20 პროცენტს დააფინანსებს. გთხოვთ ყველას, შეძლებისდაგვარად, იქნებ გაიღოთ თანხა, რომ ბავშვის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს და თურქეთის კლინიკაში ჩაუტარდეს გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. პირველ ეტაპზე, ანუ უახლოეს ორ დღეში, საჭიროა დარჩენილი 35 ათასი დოლარის მობილიზება. ჩვენ ამას შევძლებთ! უახლოეს პერიოდში გაგაგებინებთ ყველა სიახლეს. ბანკი „რესპუბლიკა“. ანგარიშის ნომერი: GE39BR0000010929691997 მიმღები: შორენა ბეგაშვილი კომპანიების წარმომადგენლები ნებისმიერი ინიციატივით, შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ. მადლობა!“ წერს სალომე ლილუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები