ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ციხეში წასვლა დედამ აუკრძალა

მონტენეგროს ოპოზიციური პარტიის „დემოკრატიული ფრონტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მილან კნეჟევიჩმა უარი თქვა ნებაყოფლობით სამართალდამცველებისთვის ჩაბარებაზე. მისი თქმით, ციხეში წასვლა დედამ აუკრძალა.
„როდესაც მან გაიგო, რომ საქმე პოლიციაში დაბარებამდე მივიდა და შემდეგ საპატიმროში აღმოვჩნდებოდი, მან მითხრა-„ღმერთმა ქნას, რომ ეს გამოძახება, რომელსაც სასამართლოდან გამოგიგზავნიან, მათთვის ბოლო გახდეს. და იცოდნენ, რომ შენ იქ ნებით არ წახვალ, სანამ ძალით არ წაგიყვანენ“; მე კი დედას ყოველთვის ვუსმენ და ვუჯერებ“-განაცხადა პოლიციკოსმა.
კნეჟევიჩს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა პოლიციელზე თავდასხმის გამო მიუსაჯეს. შემთხვევა პარლამენტის წინ 2015 წლის აქციების დროს მოხდა. იანვრის ბოლოს კი სასამართლომ მას პატიმრობის ვადა ოთხ თვემდე შემცირა.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერი აცხადებდა, რომ ინციდენტის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება მას დასჭირდა და არა სამართალდამცველს.

კომენტარები

სხვა სიახლეები