ვინ არის 19 წლის სერიული მკვლელი, რომელმაც 17 თანასკოლელი მოკლა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, 19 წლის ნიკოლას კრუზი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და 17თანასკოლელი მოკლა. შეიარაღებულ თავდასხმის დროს, 20-მდე ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 14 მოსწავლე და 3 მასწავლებელია. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პარკლენდის სკოლაში მასობრივი მკვლელობა ადგილობრივი დროით 14:40 წუთზე დაიწყო. ინციდენტის დროს გადარჩენილი მოსწავლეების ინფორმაციით, მათ, მასწავლებლებთან სასკოლო კლასებში დამალვა მოახერხეს და სხვადასხვანაირი ბარიკადები აღმართეს, რათა მკვლელს მათთან არ შეეღწია.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მასწავლებელი რომელიც 19 წლის ნიკოლასის მსხვერპლი გახდა, სკოლის მოსწავლეებს გადაეფარა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა. ფლორიდის პოლიციის განცხადებით, მათ 19 წლის მკვლელის დაკავება, ინციდენტიდან რამდენიმე ხანში მოახერხეს. ნიკოლას კრუზს სასამართლომ, გირაოს გარეშე პატიმრობა შეუფარდა, სასამართლოს გადაწყვეტილება კი კრუზის ადვოკატებს არ გაუპროტესტებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ კრუზმა დანაშაული ფსიქიკური აშლილობის დროს ჩაიდინა. ფლორიდაში მომხდარ მასობრივ ტრაგედიას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სკოლებისა უსაფრთხოება ” ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია”.
პრეზიდენტმა, ტრამპმა დაღუპულთა ოჯახების მიმართ მწუხარება გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლას კრუზი, პარკლენდის სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო, გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციამ “19 წლის მკვლელი”, ცუდი ყოფაქცევისა და სასკოლო ადმინისტრაციული წესების დარღვევისთვის სკოლიდან გასულ წელს გარიცხა.

კომენტარები

სხვა სიახლეები