ომარ ნიშნიანიძის “არგო” ზღვაში შეცურდა

“არგო” ზღვაში შეცურდა. გემი ომარ ნიშნიანიძის ხელმძღვანელობით ფოთიდან, კერძოდ, ფაზისიდან ვანში მიცურავს.
გემი “არგონავტების” ისტორიის გაცოცხლებაა. როგორც მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და პროფესორი, ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, მისი მიზანი “არგონავტების” გზის ნაწილის გავლა და ამ თემის პოპულარიზაციაა.
მისი თქმით, მასაც და ეკიპაჟსაც კარგი განწყობა აქვს.
“განწყობა გვაქვს კარგი, ვემზადებით მოგზაურობისთვის, 2 ივნისს ჭყვიშში შევცურდებით. გემზე გვეყოლება და ჭყვიშშიც დაგვხვდებიან “არგონავტების” გმირები. ამით გავაცოცხლებთ ამ ისტორიას და პოპულარიზაცია გავუწევთ ამ თემას”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
გემზე 20 ადამიანი იქნება. ნაწილი სტუდენტები არიან, რომლებიც გემის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. არგოს აგებაზე, დაახლოებით, ერთ წელს მუშაობდნენ.

წყარო: newpress.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები