ოთარ ჩრდილელი სანდრო გირგვლიანის ხსოვნას ლექსს უძღვნის

სანდრო გირგვლიანი დღეს 41 წლის გახდებოდა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი, სოციალურ ქსელში, გირგვლიანის ხსოვნას ტერენტი გრანელის ლექსს უძღვნის.
„ს ა ნ დ რ ო – დღეს 41 წლის გახ(დებო)და

,,ახლა მარტო ვარ და მე ვსაუბრობ
რაღაც იშვიათს.
არ ვიცი რატომ, და ღამით უფრო
მეტი შიშია.
უკვე გათავდა ეს აგონია,
ვგრძნობ დაღლილ მკლავებს.
ახლა ღამეა და მე მგონია,
დანით მომკლავენ”.
(ტერენტი გრანელი)“, – წერს ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები