“თამუნას რომ ქვია ბოზი და ამას პატიოსანი, ესაა ქართული რეალობა” (ვიდეო)

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟი კატო კირვალიძე,  რომელიც თაყვანისმცემელი მამაკაცებისგან იმედგაცრუებული არაერთხელ დარჩენილა, სოციალურ ქსელში კვლავ აქტიური განხილვის თემაა.
სერიალის სცენარის მიხედვით, კატოს თავგადასავლებს და კრახით დასრულებულ ურთიერთობებს მისი მეგობრებიც შეეჩვივნენ.
თუმცა, კატოს ყოფილი თაყვანისმცემელი სანდრო, რომელიც უკვე ცოლიანია, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება და მასზე “ღადაობა” სწორ საქციელად არ მიაჩნია. ამგვარმა დამოკიდებულებამ, მაყურებელში გარკვეული მოლოდინი უკვე გააჩინა და საინტერესოა, წავა თუ არა “მეორე კრუგზე” კატო, რომლის მიმართაც სოციალური ქსელის მომხმარებლები კრიტიკულ კომენტარებს არ იშურებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები