ობამა ტრამპის კომენტარებზე ხუმრობს (ვიდეო)

ტელეკომპანია ABC-ის იუმორისტულ გადაცემაში „Jimmy Kimmel Live“-ში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დონალდ ტრამპის კომენტარები წაიკითხა, რომლებიც, ძირითადად, პრეზიდენტის კრიტიკას ეთმობოდა.
ობამას განცხადებით, „რესპუბლიკელთა“ კანდიდატისგან განსხვავებით, ტრამპი ღამის 03:00 საათზე სოციალურ ქსელში არ პასუხობს ადამიანებს, რომლებიც აგინებენ. ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ კმაყოფილია აშშ-ის კონსტიტუციით, რადგანაც მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში, მას მეუღლე აუცილებლად გაეყრებოდა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=RHcgFE7Q-DU[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები