ნიუ იორკის ზოოპარკში კორონავირუსი ვეფხვს მომვლელისგან გადაედო – BBC

ახალი კორონავირუსი ვეფხვს დაუდგინდა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ფაქტი ნი იორკში, ბრონქსის ზოოპარკში დაფიქსირდა.

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, 6 ვეფხვს ახალ კორონავირუსზე შესაბამისი ტესტი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც ცხოველებს რესპირატორული დაავადების სიმტომები გამოუვლინდათ. შედეგად, ტესტი დადებითი 4 წლის ნადიასთან აღმოჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ვეფხვს ვირუსი მომვლელისგან გადაედო. 

შეგახსენებთ, რომ, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსი არაერთ ძაღლს დაუდგინდა, მათ შორის იყო ერთი შემთხვევა კატის ინფიცირებისა. ახლა კი ცხოველების სიას ვეფხვიც დაემატა. მეცნიერებს, ჯერჯერობით, არ დაუდგენიათ, გადადის თუ არა ცხოველისგან ადამიანზე ვირუსი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი, ანუ Covid-19  პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 

საქართველოში პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის, ინფიცირებულია 188 ადამიანი, გარდაცვლილია 2, გამოჯანმრთელებული კი 36 პაციენტია. 

კომენტარები

სხვა სიახლეები