ნინა სუბლატი „ევროვიზიაზე“ ათეულს მიღმა დარჩა – გულდაწყვეტილი მომღერლის პირველი კომენტარი

„ევროვიზია 2015“-ის გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი გახდა. მეორე ადგილი რუსეთმა, მესამე კი იტალიამ დაიკავა.

ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი კი მეთერთმეტე ადგილს დასჯერდა.
ნახევარფინალის შემდეგ ნინა პრესის და მაყურებლის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ქართველი გულშემატკივრები ელოდნენ, რომ ის საუკეთესო ხუთეულში მაინც მოხვდებოდა.

სამწუხაროდ  საქართველოს ამჯერადაც არ გაუმართლა.

შედეგების გამოცხადების შემდეგ ნინა სუბლატმა „ფეისბუქზე“ შემდეგი სტატუსი დაწერა: „რა დიდი სირცხვილია!“

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები